ეშმაკი (ალმანახი)
„ეშმაკი“ — ქართული იუმორისტული ალმანახი, იუმორისტული ალმანახის „ხუმარის“ გაგრძელება. გამოდიოდა თბილისში 1907-1908 წლებში. გამოვიდა სულ 4 ნომერი. გამომცემლები — პ. გაჩეჩილაძე (1907), პ. კალანდაძე (1908). კარიკატურები ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 258.