ეშმაკის მახე
„ეშმაკის მახე“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-იუმორისტული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1911 წელს. გამოვიდა 15 ნომერი. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ნ. კალანდაძე (ეშმაკი), გ. ქუჩიშვილი, შ. შარაშიძე (თაგუნა), ვ. მელაქიაშვილი, ა. ბრეგვაძე და სხვები. კარიკატურები ეკუთვნის ო. შმერლინგს. რედაქტორ-გამომცემელი — გ. ჯაჭვაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 258.