ეშთეჰა მირზა
ეშთეჰა (იშტა) მირზა (ნამდვ. სახელი — მირზა აბდ ალ-ლაჰ იბნ ფერიდუნ გორჯი) (დ. 1829, ისპაჰანი, — გ. 1872) — სპარსელი პოეტი, წარმოშობით ქართველი.
აღა-მაჰმად-ხანის მმართველობის დროს ირანში წაყვანილი ქართული ოჯახის შთამომავალი. მიიღო ფილოლოგიური და ფილოსოფიური განათლება. იყო კალიგრაფი და ამ საქმიანობით ირჩენდა თავს. ავტორია ღაზალებისა (ორტაეპიანი სტროფით დაწერილი ლექსი). მის პოეტურ ნაწარმოებებში დიდი ადგილი ეთმობა ხილთა და კერძთა ქებას. ისპაანელმა კალიგრაფმა მირზა ნასრ ალ-ლაჰ იბნ მოჰამად შაფიმ ეშთეჰას გაფანტული ლექსები შეკრიბა, წინასიტყვაობა დაურთო და დივანი გააწყო. დივანის ხელნაწერი ინახება თეირანში, ირანის მეჯლისის ბიბლიოთეკაში. ეშთეჰა წერდა სარგაშთეს ფსევდონიმითაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ი., მირზა ეშთეჰა გორჯის დივანი, კრ.: სპარსულ-ქართული ცდანი, თბ., 1983.
- თოდუა მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, თბ., 1971.
- შონია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.