ექსუდატი
ექსუდატი (ლათ. exsudo - გამოვყოფ) — სითხე, რომელიც ანთების დროს გროვდება ორგანიზმის ქსოვილებში ან ღრუებში. ექსუდატი წარმოიქმნება სისხლძარღვის კედლიდან (მისი შეღწევადობის მომატების გამო) სისხლის შემადგენელი ნაწილების (თხევადი ნაწილი, ცილები, ფორმიანი ელემენტები) გამოსვლის შედეგად, რასაც ემატება ადგილობრივი უჯრედებისა და ქსოვილის დაშლის პროდუქტებიც.
შედგენილობის მიხედვით ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ფიბრინული, ჩირქოვანი და ჰემორაგიული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 256.