ექინ ქოჩი

თურქი მსახიობი

ექინ ქოჩი (თურქ. Ekin Koç; დ. 21 ივნისი 1992, ანტალია) — თურქი მსახიობი. სერიალ დიდებული საუკუნე: ქიოსემის ერთ-ერთი ვარსკვლავი.

ექინ ქოჩი
Ekin Koç
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1992 (1992-06-21) (31 წლის)
ანტალია, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2013 – დღემდე
სიმაღლე 180 სმ

ექინი 1992 წელს, ანტალიაში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, იგი ანტალიის ათილა ქონუქის სახელობის ლიცეუმში სწავლობდა. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, ექინი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ბილგის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად, ექინმა სამსახიობო კურსები გაიარა სტამბოლის ხელოვნების აკადემიაში.

მალევე, ექინ ქოჩმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო. მისი დებიუტი 2013 წელს შედგა სერიალში „Sana Bir Sır Vereceğim“ („მე გეტყვით საიდუმლოს“).[1] 2015 წელს ექინმა ითამაშა ფილმში „ყველაფერი, რაც შენგან დამრჩა“ და იქ ოზგურის როლი შეასრულა. ამის შემდეგ, იგი მიიწვიეს ისტორიულ სერიალ დიდებული საუკუნის გაგრძელებაში, სადაც მან სულთან აჰმედ I-ის როლი შეასრულა.[2] ამ სერიალმა მსახიობს განსაკუთრებული წარმატება და აღიარება მოუტანა. 2016 წელს ექინმა ითამაშა ყურბან საიდის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში „ალი და ნინო“ და მეჰმედის როლი შეასრულა.[3][4]

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმი
წელი სათაური როლი შენიშვნა
2016 ალი და ნინო მეჰმედი
2015 ყველაფერი რაც შენგან დამრჩა ოზგური
სერიალი
წელი სათაური როლი სერიები
2015–2016 დიდებული საუკუნე: ქიოსემი აჰმედ I, ოსმალეთის იმპერიის მე-14 სულთანი 25
2014 მე მქვია გულთეფი სეიფი იაშარი 8
2013–2014 მე გეტყვით საიდუმლოს ქივანჩ გუნდოღდუ 29

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ekin Koç: Mesleğimle ilgili her şeyi deşmek, öğrenmek istiyorum - Ranini.tv. ranini.tv. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
  2. Global Agency: big launch of Magnificent Century Kosem - Contenido | Prensario Internacional. prensario.net. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
  3. Kazıtılmış saçları ve burma bıyıklarıyla Halit Ergenç!. milliyet.com.tr. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
  4. 'Ali & Nino': Sundance Review - Hollywood Reporter. hollywoodreporter.com. ციტირების თარიღი: 2016-07-13.