ექიმი გაშეს პორტრეტი
„ექიმი გაშეს პორტრეტი“ (ფრანგ. Portrait du Dr Gachet avec branche de digitale) — ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის სურათი, დახატული 1890 წლის ივნისში, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე. პოლ გაშეს, ადამიანის, რომელიც უვლიდა ვან გოგს მისი სიცოცხლის ბოლოს, პორტრეტი გაიყიდა ქრისტის აუქციონზე 1990 წლის 15 მაისს, და მისმა ფასმა დაამყარა რეკორდი - $ 82.5 მილიონი დოლარი. 15 წლის განმავლობაში იგი ყველაზე ძვირადღირებული ნახატი იყო მსოფლიოში.
ექიმი გაშეს პორტრეტი | |
---|---|
Portrait du Dr Gachet avec branche de digitale | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 67 სმ |
სიგანე | 56 სმ |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
სიკვდილის შემდეგ, ვან გოგმა ტილო მემკვიდრეობით გადასცა თავის დას, რომელმაც თავის მხრივ 1897 წელს მიჰყიდა ნახატი კერძო კოლექციონერს. ნახატმა რამდენიმე მფლობელი შეიცვალა, სანამ იგი 1911 წელს შტეიდელის გალერეამ შეისყიდა. ნახატი რჩებოდა მაინის ფრანკფურტში, 1937 წლამდე. 1933 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ნაციონალ-სოციალისტები, იგი შეინახეს საცავში. 1937 წელს, ე.წ. „დეგენერატული მხატვრობისგან“ მოშორების ტალღაზე, მოხდა ნახატის კონფისკაციაა. 1938 წელს, ჰერმან გერინგმა გადასცა ნახატი ამსტერდამელ დილერს, რომელმაც მიჰყიდა ეს ნახატი კერძო კოლექციონერს ზიგფრიდ კრამარსკის, რომელიც გაიქცა ომის დროს აშშ-ში. მომავალში, სურათი ხშირად იყო გამოფენილი მეტროპოლიტენ მუზეუმში.
1990 წელს, კრამარსკის ოჯახმა გაიტანა იგი აუქციონზე, სადაც იგი რეკორდულ თანხად გაიყიდა (82,5 მილიონი დოლარი). ნახატი იყიდა იაპონიელმა ბიზნესმენა რეი საიტომ, რომელმაც სერიოზული სკანდალი გამოიწვია, როდესაც მოითხოვა ნახატის მასთან ერთად კრემაცია (სიკვდილის შემდეგ იაპონიაში მიღებული ადამიანის კრემაცია, ანუ დაწვა). საბოლოოდ ამ სკანდალის გაუქმება მოხერხდა, ბიზნესმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყოველივე ეს სურათის შესყიდვიდან სერიოზული ემოციური შოკით იყო გამოწვეული. სხვა ინფორმააციით, ყოველივე ეს იყო დეზინფორმაცია, რომლის მიზანი სურათის ორიგინალობის შემოწმება იყო. 1996 წელს, მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, ნახატი შეისყიდა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდმა, რომელმაც, თავის მხრივ, მალე გაყიდა იგი „უცნობის“ ხელში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნახატის ღრმა ანალიზი (ინგლისური)
- ნახატის აღწერა დაარქივებული 2012-03-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)