სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფრემი (მრავალმნიშვნელოვანი).

ეფრემი — XIII-XIV საუკუნეების მიჯნის ქართველი მინიატიურისტი და კალიგრაფი. ცნობილია მის მიერ 1300 წელს გადაწერილი მოქვის ოთხთავის ხელნაწერზე დართული ანდერძიდან.

მოქვის ოთხთავის ერთ-ერთი გვერდი.

ეფრემმა სახარება მოქვის ეპისკოპოსის დანიელის შეკვეთით გადაწერა. ეს ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ (152 მინიატიურა, 531 საზედაო ასო). ხელნაწერის მორთულობა ტრადიციულია: 10 კამარა, ვედრება, მახარებლები ყოველი სახერების წინ, თავსამკაულები, მინიატიურები სახარების სიუჟეტებით და საზედაო ასოებით. საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ სიუჟეტის მხრივ იშვიათი გამოსახულება — ქრისტეს გენეალოგიური ხე და ღვთისმშობელი ყრმით, რომელთა წინაც მუხლი მოუყრია დანიელ მოქველს. ეფრემი მორთულობისთვის იყენებს მცენარეებს, ფრინველებისა და ცხოველთა ფიგურებს. სახარების საზედაო ასოების ნაწილი კვანძებიანი ფერადი ზოლებით (ოქროსი, ლურჯი, წითელი) არის გამოყვანილი, ზოგი ფიგურა საკმაოდ რეალისტურადაა გადმოცემული.

ლიტერატურა

რედაქტირება