ეტიკეტი იაპონიაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეტიკეტი იაპონიაში — სოციალური ქცევის მარეგულირებელი წესები იაპონიაში, რომელიც ითვლება ძალიან მნიშვნელოვნად. მრავალი სოციალური კულტურის მსგავსად, ქცევის წესებიც დიდად იცვლება მოცემული პირის მიმართ მისი სტატუსის მიხედვით. ბევრი წიგნი ასწავლის მკითხველს მის დეტალებს. ზოგიერთი კონვენცია შეიძლება იყოს ძალიან რეგიონალური პრაქტიკა და შესაძლებელია არ ვრცელდებოდეს იაპონიის ყველა რეგიონში. იაპონიის ისტორიის განმავლობაში ზოგიერთი ადათი შეიცვალა. საზოგადოდ მიღებულია თანამედროვე ჩვეულებები.

 
კერძო ფურო რიოკანში

ბანაობა ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია იაპონიაში, სადაც აბაზანები არის დასასვენებლად და არა სხეულის გასასუფთავებლად. აქედან გამომდინარე, სხეულის უნდა გაიწმინდოს აბაზანაში ან ოფუროში.

სახლებში ოჯახის წევრები სათითაოდ იბანენ თავიანთი ასაკის მიხედვით, ტრადიციულად, იწყება ასაკოვანი მამაკაცით ან ოჯახის უხუცესი პირით. თუ სახლში სტუმრები არიან, მათ უპირატესობა მიენიჭებათ.

 
სენტო, 1901 წ.

ონსენი (温泉) ნიშნავს ცხელ წყაროს. ეს არის აბაზანები გეოთერმული წყაროებისგან მომავალი ცხელი წყლით და ასეთ აბაზანებს ხშირად შეხვდებით სოფლის საკურორტო ადგილებში, სადაც ადამიანები რჩებიან ერთ დღეს ან მეტ დღეს. დიდ ონსენს ცალკე აუზები აქვს ქალისა და მამაკაცისთვის, სტუმრები კი ჩვეულებრივ შიშვლდებიან.

ბევრი სენტო და ონსენი უკრძალავს მომხმარებელს ტატუს გაკეთებას, რაც ტრადიციულად ტაბუირებულია იაკუძას საქმიანობის გამო. [1]

მისალმება

რედაქტირება
 
თავის დაკვრა
 
ტატამის ოთახში ქედის მოხრა

მისალმებისას თავის დაკვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იაპონურ ეტიკეტში. ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ასწავლიან და წვრთნიან მისალმებაში.

არაიაპონელებთან ურთიერთობისას, ბევრი იაპონელი ხელს ჩამოართმევს. ხანდახან მისალმება შეიძლება იყოს კომბინირებული.

იაპონური ბიზნესისთვის ჩვეულებრივია, რომ სალაროსთან პატარა უჯრას დგამენ, რათა მომხმარებლებმა ფული უჯრაზე განათავსონ და პირდაპირ მოლარეს არ გადასცენ. [2] უჯრა არ უნდა აგვერიოს ჩრდილოეთ ამერიკულ უჯრაში მცირე ცვლილებისათვის: „ აიღე გროშა, დატოვე გროში“.

ჭამა და სმა

რედაქტირება
 
ბიჭი ჭამის წინ ამბობს „იტადაკიმასუს“, რაც იაპონური ეტიკეტის თანახმად, ჩვეულებრივი პრაქტიკაა

კვება იაპონიაში ტრადიციულად იწყება სიტყვით იტადაკიმასუ (რაც პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „დიდი სიამოვნებით გეახლებით“). „Bon appétit“ - ის მსგავსად, იგი მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო საკვებით მომარაგებაში. [3] [4] ტრაპეზის დასრულების შემდეგ, იაპონელები იყენებენ თავაზიან ფრაზას gochisōsama-deshita .

უხეშად არ მიიჩნევა თეფშზე ნარჩენების ქონა. პირიქით, კერძის მთლიანად დასრულება, განსაკუთრებით ბრინჯის, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი კმაყოფილია და ამიტომ აღარ სურს, მიირთვას მეტი. [5] ბავშვებს განსაკუთრებულად მოუწოდებენ ბრინჯის ყოველი მარცვლის ჭამას. საკვები უნდა დაღეჭოთ დახურული პირით.

მიუღებელია სიარულის დროს საზოგადოებაში ჭამა ან სმა.

კბილის ჩხირების გამოყენების დროს პირი მეორე ხელით უნდა დაიფაროს. საჯაროდ ცხვირის მოწმენდა უხეშად ითვლება, განსაკუთრებით რესტორანში. ცემინების დროს თავაზიანობად ითვლება ცხვირის ხელით დაფარვა.

საჭმლის ჩხირები

რედაქტირება

საჭმლის ჩხირებს იყენებდნენ იაპონიაში ნარას პერიოდის შემდეგ (710-794). [6] არსებობს უამრავი ტრადიცია და დაუწერელი წესი ჩხირების გამოსაყენებლად. თუ ჭამის დროს სხვას უნდა გადასცეთ საჭმელი (საეჭვო პრაქტიკა საზოგადოებაში), მან ეს საჭმელი უნდა აიღოს საკუთარი ჩხირებით.

სტუმრად მისვლა

რედაქტირება
 
შესასვლელთან

იაპონიაში ვინმეს სახლში მიპატიჟება საპატიოდ ითვლება. ბევრი იაპონელი თვლის, რომ მათი სახლები ძალიან მოკრძალებულია სტუმრების გასართობად. ფეხსაცმელს შიგნით არ ატარებენ - ვინაიდან იაპონელებს არ სურთ, რომ იატაკი დალაქავდეს მიწით, ქვიშით ან მტვრით, რომელიც შეიძლება ფეხსაცმლის ძირზე იყოს დამაგრებული. უბრალოდ წინდების ტარება მისაღებია არაფორმალურ სიტუაციებშიც. შიშველი ფეხები მისაღებია ახლო მეგობრის მონახულებისას, მაგრამ არა სხვა შემთხვევებში. ასევე არსებობს ცალკეული ჩუსტები, რომლებიც გამოიყენება აბაზანის გამოყენებისას, ჰიგიენური მიზეზების გამო.

საჩუქრები და საჩუქრების გაცემა

რედაქტირება

ბევრი ადამიანი სტუმარს საჩუქრის გახსნას სთხოვს, მაგრამ თუ ისინი ამას არ მოითხოვენ, იაპონელები არ გახსნიან საჩუქარს. თუ საჩუქრის მიღების აქტმა შეიძლება მიმღების მხრიდან შექმნას შეუსრულებელი ვალდებულების გრძნობა, სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ საჩუქარზე უარს ამბობენ. ამასთან, თქვენზე უფრო მაღალი რანგის ადამიანისგან საჩუქარზე უარის თქმა შეიძლება უხეშად ჩაითვალოს.

პანაშვიდები

რედაქტირება
 
ტრადიციული „კოდენ-ბუკურო“

იაპონელებს დაკრძალვაზე მიაქვთ ფული, სახელწოდებით kōden [7] სპეციალური დაკრძალვის შესაფუთი კონვერტებით „kōden-bukuro“ (იაპონ. 香典袋?) ან პატარა უბრალო თეთრი კონვერტებით. [8]

სავიზიტო ბარათები

რედაქტირება

სავიზიტო ბარათების გაცვლა უნდა მოხდეს ფრთხილად, შეხვედრის დაწყებისთანავე. [9] ბარათები არ უნდა დააგდოთ მაგიდასთან. ბარათები უნდა მიიღოთ ორივე ხელით და ერთი წუთით შეისწავლოთ, შემდეგ ფრთხილად დადოთ მიმღების სავარძლის მაგიდაზე ან ღიმილით მოათავსოთ სავიზიტო ბარათის განყოფილებაში. [10] საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იკითხოთ, თუ როგორ გამოითქმის ვინმეს სახელი. ბარათები არასოდეს არ უნდა ჩადოთ ჯიბეში ან საფულეში. [11] სავიზიტო ბარათები უნდა განაწილდეს საბარათეში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Organization, Japan National Tourism. Bathing Manner and Tips | Guide to Bathing in Japan | Travel Japan | JNTO en. ციტირების თარიღი: 2020-10-22
  2. Marshall, Kevin R.. Japanese Stores and Businesses: Put the Yen in the Tray. The Hidden Japan: Daily Life in Japan and How it Differs from Life in the West. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
  3. Receive other life to foster own life. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-07. ციტირების თარიღი: 2020-11-12.
  4. Tomoko Oguara (小倉朋子). „Japanese, people forgot itadakimasu)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 07-07-2011. ციტირების თარიღი: 12-11-2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. Guide To Japan – Etiquette, Customs, Culture & Business – resources. kwintessential.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 17 January 2017.
  6. Bridging the Gap, 2008.
  7. Elwood, Kate (2001). „Death“, Getting along with the Japanese, 1st, Tokyo, Japan: Ask, გვ. 88. ISBN 4872170652. 
  8. Mente, Boye Lafayette De (1990). „Funerals“, Etiquette guide to Japan : know the rules that make the difference. Rutland, Vt.: C.E. Tuttle Co.. ISBN 0-8048-3417-2. 
  9. Rochelle Kopp (2012). Hosting Japanese visitors at your office. Japan Intercultural Consulting.
  10. Patricia Pringle (2009). "Hajimemashite: The chance of a lifetime" Japan Intercultural Consulting.
  11. Rochelle Kopp. Japanese Business Etiquette Guide, When Japanese visit your office. Japan Intercultural Consulting.