სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაზანა (მრავალმნიშვნელოვანი).

აბაზანა — ჰიგიენური და სამკურნალო პროცედურების მისაღები საგანგებო ჭურჭელი. მზადდება მზადდება სხვადასხვა მასალისგან (ხე, ფაიფური, თუჯი, ემალი, თუთია, სპილენძი, მარმარილო და სხვა). სტანდარტული აბაზანის ტევადობაა 250 ლ., სპეციალურისა — 1000 ლ. განარჩევენ ჩასაწოლ, ჩასაჯდომ, ხელის, ფეხის ან ოთხივე კიდურის (ოთხკამერიანი) აბაზანებს.

აბაზანა

ძველი რომაელები და სხვა ხალხები აშენებდნენ ქვის ბასეინებს. XIX საუკუნეში იყო რკინის აბაზანების სტანდარტი. მოგვიანებით შემოვიდა ემალირებული და პლასტმასის აბაზანები. გამოიყენება ასევე მარმარილო და სხვა ძვირფასი მასალები.

ლიტერატურა

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.