ესტონური შავთავა ცხვარი
ესტონური შავთავა ცხვარი — სახორცე-სამატყლე მიმართულების ნახევრად წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ესტონეთში XX საუკუნის დასაწყისში. ცოცხალი მასა ერკემლისა 70-90 კგ, ნერბისა 40-85 კგ. მატყლის ნაპარსი ერკემლისა 3,6 კგ (მაქსიმალური 7,7 კგ), ნერბისა 3,2 კგ, მატყლის სიგრძე 7-8 სმ. წმინდა მატყლის გამოსავალი 60%-მდეა. მატყლი 56—60 ხარისხისაა. მოშენებულია ესტონეთში და რუსეთის ზოგიერთ რაიონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 240.