ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა
ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა — საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-14 ნომრად იღებდა მონაწილეობას. იგი ხელოვანებს აერთიანებდა და მისი წევრები იყვნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, იაკობ ნიკოლაძე, პავლე ინგოროყვა, ლადო გუდიაშვილი, ალექსი არსენიშვილი. საარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.
ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | 1919 |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ლიტერატურა
რედაქტირება- პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017.