ესტერგომის ალყა (1241)
ესტერგომის ალყა (1241) | |||
---|---|---|---|
ევროპაში მონღოლთა შემოჭრის ნაწილი | |||
მონღოლთა უნგრულ მიწაზე შემოსევა | |||
თარიღი | 1241 წლის იანვარი | ||
მდებარეობა | ესტერგომი, უნგრეთი | ||
შედეგი |
უნგრელთა სტრატეგიული გამარჯვება[1]
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ესტერგომის ალყა (1241) 一 მონღოლთა ევროპული კანპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი, რომელიც გაიამრთა 1241 წლის ზამთარში. მოჰის ბრძოლაში მოპოვებული საკმაოდ მძიმე, თუმცა გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, ბათო ყაენმა გაძარცვა და დაარბია უნგრეთის სამეფოს მიწები, განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა რბილ სამიზნეებზე, როგორებიცაა პატარა სოფლები და ქალაქები. გამონაკლისს სწორედ ესტერგომის ციხე-ქალაქი წარმოადგენდა 一 უნგრეთის სამეფოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი 一, რომელიც დიდძალ ნადავლს ფლობდა, სანამ იგი მთლიანად განადგურდებოდა. ეს იყო ბოლო ლოკაცია, რომელიც ბათო ყაენის ამალას ემსხვერპლა. მოგვიანებით, მან საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ სადაზვერვო ჯგუფიც კი გაგზავნა, რის შემდეგაც არმიითურთ ევროპიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.[3] ალყისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მომდინარეობს სპლიტის იტალიელი არქიეპისკოპოსის, როჟე ტორე მაჯორეს ისტორიული ნარკვევებიდან.
ფონი
რედაქტირებამონღოლთა მიერ კიევის რუსეთის ხელში ჩაგდების შემდეგ, კუმანები, სამხრეთ რუსეთში არსებული ტომები, გაეცალნენ საკუთარ მიწებს და უნგრეთის მეფე ბელა IV-ს დახმარების თხოვნით მიმართეს. მან კუმანებს დახმარება იმ პირობით აღუთქვა, თუ ეს უკანასკნელნი უნგრულ სამხედრო სამსახურში ჩაებმეოდნენ. როდესაც ამ ამბავმა ბათო ყაენამდე მიაღწია, იგი დაემუქრა სრულიად უნგრეთს, რომ შეეწყვიტა მის წინააღმდეგ გამომწვევი წინადადებების გაცემა ან კი ქვეყანას აუოხრებდა. ბელამ უარი თქვა მონღოლთა დამორჩილებაზე და შედეგად მონღოლები უნგრეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რადგან უნგრელებს სხვა ევროპულ სახელმწიფოთაგან დახმარება არ მიუღიათ, მათ შორის არც პოლონეთისგან, რომელსაც მონღოლთა არმია ცალკე დაესხა თავს.[2]
უნგრელები საკმაოდ ცუდად იყვნენ მომზადებულები საომრად. იმ დროს, უნგრეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და ყველაზე იშვიათად დასახლებული რეგიონი იყო მთელ ევროპაში. XIII საუკუნის შუა ხანებში მოსახლეობა ორ მილიონს ოდნავ აჭარბებდა. მიუხედავად დიდი ფართობისა, უნგრეთის სამეფოს დედაქალაქი ესტერგომი სულ რაღაც 12000 მოსახლეს შეიცავდა.[4] უნგრელთა არმია, ძირითადად, შედგებოდა მსუბუქი კავალერიისგან, ქვეითებისგან და რამდენიმე მშვილდოსნისგან. მსუბუქ არმიაზე ფოკუსირებული უნგრეტის სამხედრო სისტემა დასავლურმა ევროპამ შედარებით „აღმოსავლური ყაიდის“ გავლენად აღიქვა.[5] უნგრელებს ციხესიმაგრეების აბსოლუტუირ დეფიციტი ჰქონდათ 一 იმ დროისთვის მთელ უნგრეთში მიახლოებით ათი ციხესიმაგრე იყო მოქმედბი, თუმცა თავადაზნაურები და დიდებულები ხშირად საკუთარი ძალებით აშენებდნენ ხის ციხეებსაც, რათა მტრის არმია მოეგერიებინათ.[6][7]
მონღოლებმა თავიანთი ლაშქრობა საკმაოდ წარმატებულად წამოიწყეს. ბუდას მითვისების შემდეგ, მათ მოჰის ბრძოლაში ბელას წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოიპოვეს, რითაც, ფაქტობრივად, განადგურდა მთლიანი უნგრული არმია. მონღოლებმა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ნასახლარების დარბევა დაიწყეს, რასაც უამრავი უდანაშაულოს სიცოცხლეც შეეწირა, განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენეს დაბლობებს, სადაც მოსახლეობის 50-80% განადგურდა.[5] 1242 წლის დასაწყისში მათ გადალახეს გაყინული მდინარე დუნაი იმ იმედით, რომ გაძარცვავდნენ უნგრეთის ტერიტორიის დარჩენილ ნაწილებსაც.[8]
ბრძოლა
რედაქტირებაბათო ყაენმა ქალაქზე თავდასხმა 1242 წლის იანვარში გადაწყვიტა. მისმა ჯარებმა კატაპულტების დახმარებით გაანგრიეს ციხის კედლები, ადვილად გაანადგურეს ხის კოშკები და თხრილები. ზემოხსენებული არქიეპისკოპოსის, როჯე ტორე მაჯორეს მიხედვით, როდესაც უნგრელები და ქალაქში მცხოვრები უცხოელები მიხვდნენ, რომ ქალაქი დაეცა, მათ გადაწვეს მათი სახლები დიდი რაოდენობით შეღებილ ქსოვილებთან და სხვა ძვირფას საქონელთან ერთად. მათ ასევე ამოხოცეს საკუთარი საქონელი, დამარხეს და შეინახეს სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, საკუთარი ქონების დიდი ნაწილი კი ციტადელში განათავსეს.[9]
ციტადელს უამრავმა მოქალაქემ შეაფარა თავი. სანამ მონღოლები ქალაქს არბევდნენ, ბათუმ საკუთარ ინჟინრებს ციტადელის დანგრევა უბრძანა იმ იმედით, რომ ქალაქის საგანძურს ადვილად ჩაიგდებდნენ ხელში, თუმცა კატაპულტირების მეთოდმა ამ შემთხვევაში ვერ გაჭრა. ამან აიძულა მეთაური სხვა ხერხისთვის, კერძოდ კი შტურმისთვის, მიემართა. არქიეპისკოპოსი როჟეს ნარკვევებში ვაწეყდებით იმ წარმოუდგენელ ძალას, რომლის შენარჩუნებაც ციტადელის გარნიზონებში მყოფმა თავდაცვითმა ბრიგადამ გამოიმუშავა, როცა ისინი საკუთარ არბალეტებით, დიდი არმიის მიუხედავად, იმდენადვე დიდ ზიანს აყენებდნენ მონღოლებს. საბოლოოდ, დიდი დანაკარგის შემდეგ, ბათო ყაენმა ქალქს ალყა მოხსნა.[1]
შედეგები
რედაქტირებასხვა მონღოლური ალყებისგან განსხვავებით, ბათუ არ დარჩენილა ციხის მიდამოებთან იმდენად დიდი ხნით, რომ ალყას სასურველი შედეგი გამოეღო, იგივე ითქმის ცინის დინასტიასთან გამართული ომების დროსაც, როცა ალყის მოხსნას მონღოლები 3-დან 12 თვემდე ანდომებდნენ. როცა ბათუ მიხვდა, რომ საწადელს ვერ მიაღწია და ციხეში შეღწევა შეუძლებელი იყო, ამოხოცა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც მან მძევლად აიყვანა საბრძოლო ოპერაციისას ყველა 一 მცველების, აგრეთვე 300-მდე დიდგვაროვანი ქალბატონის მოკვლის ბრძანება გასცა. არქიეპისკოპოსის თანახმად, ალყას მხოლოდ 15 მშვიდობიანი მოქალაქე გადაურჩა, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსთა დიდი ნაწილი ამ ვარაუდს უარყოფს, რადგან მიიჩნევენ, რომ ციხეში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო.[1] როცა ციხის გარნიზონებზე კატაპულტების დაშინებამ არ გაჭრა, მონღოლებმა უზარმაზარი ლოდების დახმარებით ცდილობდნენ კედლის განგრევას.[10]
მიუხედავად მცირე გავრცელებადობისა, ესტერგომის ალყა უაღრესად გავლენიან მოვლენად იქცა როგორც უნგრეთისთვის, ისე მეფე ბელა IV-სთვის. მან თავისი ქვეყნის სამხედრო დოქტრინაში, კამპანიის შემდეგ, არაერთი რეფორმა გაატარა საკუთარი მმართველობის პერიოდში, რომელიც მისმა მემკვიდრემ, ლადისლავ IV-მ კარგ გაკვეთილად გამოიყენა მონღოლების უნგრეთში მეორე შეჭრისას, 1285 წელს.
მონღოლებმა ყურადღება ვენის კარიბჭეზე გადაიტანეს, დაარბიეს ვინერ-ნოიშტადტი და კორნოიბურგი, თუმცა რეგიონი მალევე მიატოვეს. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ მონღოლთა ბრძოლის ველიდან უცაბედი მოწყვეტის მიზეზი უგედეი ყაენის გარდაცვალება გახდა. ყოველი მონღოლი დიდებული თუ სარდალი ვალდებული იყო, მონაწილეობა მიეღო ყურულთაიში, რათა აერჩიათ ახალი ყაენი. თუმცა, ეს ვერსია მაინც სადავოა, რადგან ყურულთაი არ გამართულა ჯერ კიდევ 1246 წლამდე. უფრო მეტიც, ბათო ყაენმა, რომელიც მონღოლთა ევროპულ კამპანიას ედგა სათავეში, უარი განაცხადა მონღოლეთში დაბრუნებაზე. შედარებით თანამედროვე ინტერპრეტაციის თანახმად, მიუხედავად რამდენიმე ციხესიმაგრის არსებობისა, თუმცა ძლიერად აღჭურვილი მოსახლეობისა, მონღოლებს მაინც გაუჭირდათ უნგრეთის ბოლომდე დამორჩილება, რამაც ბათო ყაენს უკან დახევის გადაწყვეტილება მიაღებინა. მიუხედავად ამისა, ბათო ყაენი არ დათანხმებულა ხარკის გადახდასთან დაკავშირებით.[11]
უნგრეთის ტერიტორიიდან მონღოლთა განდევნა უნგრელებს პიროსის გამარჯვებად დაუჯდათ 一 მონღოლთა მიერ მიყენებული ზიანის შედეგად დაიღუპა უნგრელთა 300000-დან 500000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მრავალი კი შიმშილობასა და ეპიდემიას ემსხვერპლა. საბოლოო ჯამში, ამ შეტაკებას იმდროინდელი უნგრეთის მოსახელობის თითქმის მეოთხედი შეეწირა.[12]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sugar, Peter F.; Hanák, Péter; Frank, Tibor (1990) A History of Hungary.
- Pow, Lindsey Stephen. Deep Ditches and Well-built Walls.
- Alexander, Bevin. How wars are won:the 13 rules of war from ancient greece to the war on terror P/117. Three River Press. ISBN 1-4000-4948-2.
- Howorth, Henry H.. The Mongols Proper and the Kalmuks p.150. Cosimo Classics. ISBN 978-1-60520-133-7.
- McLynn, Frank (2015). Genghis Khan: His conquest, his Empire, his legacy. Da Capo Press. ISBN 978-0-306-82396-1.
- Craughwell, Thomas J.. The Rise and Fall of the Second Largest Empire in History: How Genghis Khan almost conquered the world. Fair Winds. ISBN 9781616738518.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Rogers, Clifford. The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology, Vol. 1. Page 30. "Esztergom, Siege of"
- ↑ 2.0 2.1 The Mongols Proper and the Kalmuks p. 150 by Howorth, Henry H.
- ↑ The Rise and Fall of the Second Largest Empire in History: How Genghis Khan almost conquered the world by Craughwell, Thomas pp. 270-277
- ↑ Gyorffy, Magyarorszag nepessege, pp. 50-51
- ↑ 5.0 5.1 Sugar, pp. 27
- ↑ Pow, pp. 72
- ↑ Sugar, pp. 26
- ↑ Pow, pp. 68
- ↑ Pow, pp. 132
- ↑ Thomas of Split, History of the Bishops, 299.
- ↑ Lindsey Stephen Pow, “Deep Ditches and Well-Built Walls: a Reappraisal of the Mongol Withdrawal from Europe in 1242,” master's thesis, Department of History, University of Calgary, September 2012.
- ↑ The traditional figure is 25%, but László Veszprémy, taking account of recent scholarship, says "some fifteen percent". "Muhi, Battle of," in The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology, ed. Clifford J. Rogers (New York: Oxford U.P., 2010), vol. 3, p. 34.