ესრა იოზათაი

თურქი ქალი პილოტი

ესრა იოზათაი (თურქ. Esra Özatay; დ. 1976, გერმანია) — თურქი სამხედრო მოღვაწე და ქალი-პილოტი.

ესრა იოზათაი
თურქ. Esra Özatay
ეროვნება თურქი
დაბადების თარიღი 1976 წელი
დაბადების ადგილი გერმანიის დროშა გერმანია
კუთვნილება თურქეთის დროშა თურქეთი
ჯარის სახეობა თურქეთის დროშა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1998-დან დღემდე
წოდება მაიორი

2014 წელს, კოდური სახელით ცნობილი „თურქი ვარსკვლავები“, ანუ 134-ე ფლოტის სარდლობის პირველი ქალი წევრი (პილოტი) გახდა; ხოლო 2016 წელს, ამავე ფლოტის მეთაურად დაინიშნა, რითაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში, პირველი ქალი ფლოტის მეთაური გახდა.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
თურქი ვარსკვლავების ფლოტი

1976 წელს გერმანიაში დაბადებული ესრა, 1993 წელს ქადიქიოის გოგონათა ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, 1998 წელს საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა.[2] 1998-2000 წლებში, დაასრულა სწავლა მე-2 საპილოტე მეთაურობაში და 2004 წლამდე კონიის მე-3 მთავარი საპილოტე მეთაურობაში, მსახურობდა როგორც, F-5 Av-ზე პრევენციული პილოტი.[2] 2010 წლიდან, იოზათაი მსახურობდა, როგორც მასწავლებელი დამწყები პილოტებისთვის, ხოლო 2014 წელს, შეუერთდა 134-ე ფლოტის სარდლობას, რითაც გახდა პირველი ქალი წევრი „თურქი ვარსკვლავების“.[3] 2016 წელს, ამავე ფლოტის სარდალი გახდა.

  1. Türk Hava Kuvvetleri'nin ilk kadın filo komutanı Binbaşı Esra Özatay oldu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-16. ციტირების თარიღი: 2016-09-16.
  2. 2.0 2.1 Hv.Plt.Bnb.Esra Özatay. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2017-04-23.
  3. Uçakla aramda duygusal bir bağ var. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-24. ციტირების თარიღი: 2015-07-24.