ესმესათვის – სიყვარულითა და სულმდაბლობით

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

"ესმესათვის – სიყვარულითა და სულმდაბლობით" (ინგლ. For Esmé – with Love and Squalor) არის ჯერომ სელინჯერის ნოველა, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ნიუ-იორკერში 1950 წლის 8 აპრილს, ორი წლის შემდეგ კი შევიდა ავტორის კრებულში სახელწოდებით "ცხრა მოთხრობა". ნოველა არის არმიის სერჟანტის მოგონებები შეხვედრაზე, რომელიც მას ჰქონდა ახალგაზრდა გოგონასთან – ესმესთან, სანამ საბრძოლველად წავიდოდა. მისი უცნაური, მაგრამ მოსიყვარულე ურთიერთობა ესმესთან ეხმარება მას, რომ აიტანოს ომის სისაძაგლე და სულმდაბლობა. სისპეტაკის ნაკლებობა და უდანაშაულობა ახალგაზრდების სამყაროში, ბავშვობის სიყვარული, სიტყვებისა და წერის ძალა არის ნოველის თემატიკათა შორის.

ნოველის გარეკანი
(1960 წლის გამოცემა)

ნოველა მაშინვე პოპულარული გახდა მკითხველებში. მისი გამოქვეყნებიდან ორ კვირაზე ცოტა დროში, 20 აპრილს სელინჯერს "უკვე ჰქონდა მიღებული უფრო მეტი წერილი ამ ნოველაზე, ვიდრე რომელიმე დანარჩენი ნაშრომის შესახებ, რომელიც მას გამოუქვეყნებია". ავტორის ბიოგრაფმა, პოლ ალექსანდერმა აღნიშნა, რომ ნოველა არის "მინორული შედევრი", ხოლო ჟურნალმა ტაიმმა მას "უთბილესი და საუკეთესო ცხრა მოთხრობიდან" უწოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

J. D. Salinger – "For Esmé - with Love and Squalor" დაარქივებული 2009-08-15 საიტზე Wayback Machine.