ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა კარაპს მედლაინი ("CARAPS MEDLINE" — შპს) — დაარსდა 1998 წელს. კლინიკა მუშაობს ესთეტიკური ქირურგიის, რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის, მამოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედიის, ონკოლოგიის, გინეკოლოგიის, ოფთალმოლოგიის, თანდაყოლილი და შეძენილი სიმახინჯეების გასწორების პრობლემებზე. კლინიკის ბაზარზე მუშაობს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრა. კლინიკის ხელმძღვანელი — პროფესორი ი. კუზანოვი, დირექტორი — ფ. ხიდეშელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 456