ესთერ მარლი კონველი (ინგლ. Esther Marley Conwell ; 1922-2014) — ამერიკელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. ყველაზე მეტად ცნობილია Conwell-Weisskopf-ის თეორიით, რომელიც აღწერს, თუ როგორ გადიან ელექტრონები ნახევარგამტარებში. მოახდინა  რევოლუციური გარღვევა თანამედროვე გამოთვლით სისტემაში. თავის სიცოცხლეშივე უწოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი მეცნიერებაში.

ესთერ კონველი
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1922(1922-05-23)[1]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[2]
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 2014(2014-11-16)[3] (92 წლის)
გარდ. ადგილი როჩესტერი
მოქალაქეობა  აშშ[4]
საქმიანობა ფიზიკოსი და ინჟინერი
მუშაობის ადგილი როჩესტერის უნივერსიტეტი, Western Electric[5] , ბრუკლინის კოლეჯი[5] , Bell Labs[5] , Sylvania Electric Products[5] , GTE[5] და Xerox[5]
ალმა-მატერი ბრუკლინის კოლეჯი[2] , როჩესტერის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი[5]
ჯილდოები ედისონის მედალი[6] , მეცნიერების ეროვნული მედალი[7] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, Society of Women Engineers Achievement Award[8] , IEEE-ის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ACS Award for Encouraging Women into Careers in the Chemical Sciences[9]

ესთერ კონველი დაჯილდოვდა აშშ-ს მეცნიერების ეროვნული მედლით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ესთერ მარლი კონველი დაიბადა ნიუ-იორკში 1922 წლის 23 მაისს. სწავლობდა ბრუკლინის კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1942 წელს ბაკალავრის ხარისხით ფიზიკაში. კონველის სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ნახევარგამტარებში სინათლის მინარევით გაფანტვის თეორიას, რომელიც მოამზადა როჩესტერის უნივერსიტეტში ვიქტორ ვაისკოფის ხელმძღვანელობით. 1948 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჩიკაგოს უნივერსიტეტში სუბრამანის ჩანდრასეხარის ლაბორატორიაში. ასპირანტურაში სწავლის დროს მან გამოთვალა ჰიდრიდის იონის ენერგეტიკული დონეები.

კონველი ასწავლიდა ფიზიკას ბრუკლინის კოლეჯში 1950 წლამდე, შემდეგ სამუშაოდ გადავიდა Bell Laboratories-ში უილიამ შოკლის ხელმძღვანელობით. მუშაობდა გერმანიუმში ცხელი ელექტრონის ტრანსპორტირების თეორიაზე. კონუელმა 1960-იანი წლების ბოლომდე განაგრძო კვლევა ელექტრონის ტრანსპორტირებაზე სილვანის კვლევით ლაბორატორიაში. 1967 წელს გამოიცა მისი მონოგრაფია "მაღალი საველე ტრანსპორტი ნახევარგამტარებში". ესთერ კონველი 1972 წელს გადავიდა ვებსტერში, ნიუ-იორკში სამუშაოდ Xerox- ში, სადაც შეუერთდა ოპტიკური კვლევის პროგრამას. შემდეგ მან დაიწყო კვლევა კვაზი ერთგანზომილებიანი ორგანული ნახევარგამტარების ტრანსპორტირებისა და ოპტიკური თვისებების შესახებ. მისმა კვლევამ Xerox-ში კომპანიის პროდუქტების მნიშვნელოვანი განვითარება გამოიწვია. 1898 წელს კონუელმა მონაწილეობა მიიღო ფოტოინდუცირებული მუხტის გადაცემის ცენტრის ორგანიზებაში, რომელიც დააფინანსა როჩესტერის უნივერსიტეტმა, Xerox-მა და Eastman Kodak,-მა, სადაც მან შემდგომში დაიკავა დირექტორის თანაშემწის თანამდებობა. ესთერ კონველი გახდა უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილების დამხმარე ლექტორი. [10] იგი დაქორწინებული იყო მწერალ აბრაამ როტბერგზე, ხოლო მისი ვაჟი, ლუის როტბერგი, გახდა მეცნიერი და ქიმიის პროფესორი როჩესტერის უნივერსიტეტში 1980 წელს იგი გახდა აშშ-ის ეროვნული საინჟინრო აკადემიის , ხოლო 1990 წელს— აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.

 
პრეზიდენტი ბარაკ ობამა გდასცემს ესთერ კონველს მეცნიერების ეროვნულ ორდენს.

1997 წელს კონველი გამორჩეული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა ედისონის მედლით (პირველი ქალი, რომელმაც ხსენებული ჯილდო მიიღო). 1998 წელს Xerox-იდან პენსიაზე გასვლის შემდეგ განაგრძო მუშაობა როჩესტერის უნივერსიტეტში. მან წარადგინა თეორიული საფუძველი დნმ-ში მუხტის ტრანსპორტირების ექსპერიმენტული შედეგებისთვის. 2010 წელს კონველს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მიებნიჭა მეცნიერების ეროვნული მედალი.

2014 წლის 16 ნოემბერს მეცნიერს ქუჩაში სეირნობისას მეზობლის მანქანა დაეჯახა, როცა ის უკანა სვლით გამოდიოდა თავისი სავალი ნაწილიდან. ბრაიტონის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა დევიდ კატოლდიმ განაცხადა, რომ ალკოჰოლი და სიჩქარე არ ყოფილა ინციდენტის ფაქტორები. იგი გადაიყვანეს Strong Memorial Hospital,-ში, სადაც მიყენებული დაზიანებებისგან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. კონველი 92 წლის იყო და კვლავაც აქტიურად იყო ჩართული კვლევით საქმიანობაში.