ეროტოკრიტოსი
ეროტოკრიტოსი (ბერძ. Ερωτόκριτος) — ლიროეპიკური რომანი, რომლის ავტორია კრეტელი პოეტი და დრამატურგი ვინჩენცო კორნაროსი. დაწერილია XVII საუკუნის I ნახევარში. მისი სიუჟეტური პროტოტიპია შუა საუკუნეების ფრანგული რომანი „პარისი და ვიენა“, თუმცა კორნაროსი სარგებლობდა არა ფრანგული დედნით, არამედ — ნაწარმოების რომელიმე იტალიური ვერსიით. ასევე მასში დიდად იგრძნობა ბერძნული ფოლკლორის გავლენა[1]. თხზულებას ბოლოს დართული აქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ნაწარმოების ავტორია ვინჩენცო კორნაროსი, თუმცა იმ დროს რამდენიმე ვინჩენცო კორნაროსი მოღვაწეობდა კრეტაზე და ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო თხზულების ავტორი.
სიუჟეტი
რედაქტირება„ეროტოკრიტოსში“ მოთხრობილია ქალისა და ვაჟის სიყვარულის ამბავი, თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს არეტუზა და ეროტოკრიტოსი და უღლდებიან მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ. მოქმედება მიმდინარეობს ძველ ათენში, რომელსაც მართავს მეფე ირაკლისი და დედოფალი არტემი. მეფესა და დედოფალს დიდი ხნის განმავლობაში არ უჩნდებოდათ შვილი. საბოლოოდ, ღმერთებმა აღასრულეს მეფის სურვილი და შეეძინათ გოგო, რომელსაც სახელად არეტუზა დაარქვეს. ჩვიდმეტი წლის ეროტოკრიტს ერთი დანახვით უყვარდება პრინცესა. ამის შესახებ მხოლოდ თავის მეგობარს, პოლიდოროსს უმხელს.
არეტუზას მამა თავისი მრჩევლის, პეზოსტრატოსის ვაჟს, ეროტოკრიტს, არ ატანს ქალიშვილს. მას შემდეგ, რაც შეიტყობს ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებიან ახალგაზრდები ერთმანეთს, სახელმწიფოდან გააძევებს ეროტორკიტოსს, ხოლო ქალიშვილს კი ციხესიმაგრეში გამოკეტავს. ამის შემდეგ ვაჟი შეეცდება სატრფოს დახსნას. საბოლოოდ, რაც იერშეცვლილი ეროტოკრიტოსი ირაკლისს ვლახუმის მიერ წამოწყებულ ომში დაეხმარება და გამარჯვებას მოაპოვებინებს, მეფე მას ქალიშვილს მიათხოვებს.
ხელნაწერები და გამოცემები
რედაქტირებათხზულება დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მე-17 საუკუნის განმავლობაში მრავალჯერ გადაიწერა. 1713 წელს ვენეციაში დაიბეჭდა იმ კრეტელთა მიერ, რომელთაც თხზულების რამდენიმე ხელნაწერი მოაგროვეს და მათზე დაყრდნობით შეიმუშავეს კრიტიკულად დადგენილი ტექსტი. დღემდე მოღწეულია მხოლოდ 1710 წელს გადაწერილი დაუსრულებელი ხელნაწერი, რომელიც გამშვენებულია მინიატურებით. ამის მიუხედავად, ეს ვარიანტი დიდად სხვაობს ვენეციური ბეჭდური გამოცემისაგან და აკლია ტექსტის დიდი ნაწილი. ვენეციის შემდეგ თხზულება კიდევ რამდენჯერმე გამოიცა, ხოლო პირველი თანამედროვე გამოცემა განხორციელდა 1915 წელს სტეფანო ხანთოუდიდესის მიერ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Demaras, Konstantinos (1972) (ინგლისურად). A history of modern Greek literature. Albany, New York: State university of New York press. sid. 91. ISBN 0-87395-071-2