ეროვნული სიმდიდრე

ეროვნული სიმდიდრესახელმწიფოს ეკონონომიკური ძლიერების ერთ-ერთი მაჩვენებელი, მის განკარგულებაში არსებული წარმოებული და დაგროვებული დოვლათის ერთობლიობა დროის განსაზღვრული მომენტისათვის. ეროვნული სიმდიდრე შედგება საზოგადოების წარსული და თანამედროვე თაობების შრომით შექმნილი და დაგროვილი დოვლათის, აგრეთვე კვლავწარმოების პროცესში ჩართული ბუნებრივი რესურსებისა და სხვა აქტივების (სიმდიდრის) ღირებულებისაგან (ცვეთის გამოკლებით).

ხახულის ხატი

ცნება „ეროვნული სიმდიდრე“, როგორც ადამიანების მიერ განსაზღვრული დოვლათის დაგროვების შედეგი, წარმოიშვა XVII-XVIII საუკუნეებში (უ. პეტი, ა. სმითი, გ. კინგი და სხვ.) ეროვნული სიმდიდრე პირველად გაიანგარიშეს ინგლისში 1664 წელს, საფრანგეთში1789 წელს, აშშ-ში — 1803 წელს, რუსეთში1864 წელს, საქართველოში1989 წელს. 1947 წლის გაეროს სტრუქტურაში (ნიუ-იორკში) შეიქმნა ეროვნული შემოსავლის და სიმდიდრის საერთაშორისო ასოციაცია.

სტოუნჰენჯი დიდ ბრიტანეთში

ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში ეროვნული სიმდიდრის დასახასიათებლად იყენებენ ტერმინს „ეკონომიკური აქტივები“, რომელთა არსებითი მახასიათებელია მესაკუთრეთა მიერ მათი ფლობისა და გამოყენების მეშვეობით ეკონომიკური სარგებლის მიღება. ეროვნულ ანგარიშთა კლასიფიკაციის შესაბამისად, ეროვნულ სიმდიდრეში შეაქვთ საწარმოო მარაგები: კაპიტალი, რომელიც არ ექვემდებარება მატერიალურ განზომილებას („გუდვილი“ — მეურნე სუბიექტების კეთილი სახელი, რეპუტაცია), აგრეთვე ის ფასეულობანი, რომლებიც არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარებისათვის (ძვირფასი ლითონები და ძვირფასი ქვები, მათგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, ანტიკვარული ნივთები, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, კოლექციები და სხვ.)

ეკონომიკურ პრაქტიკაში სარგებლობენ ეროვნული სიმდიდრის დინამიკის, დაგროვებისა და განახლების მაჩვენებლებით. მისი ელემენტების გაანგარიშებისას იყენებენ როგორც მიმდინარე სტატისტიკური ანგარიშების და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს, ისე სრული და შერჩევითი გამოკვლევების, ძირითადი კაპიტალის გენერალური და ე. წ. უწყვეტი ინვენტარიზაციის მეთოდებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს.

ღვთისმშობლის კვართი

საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესაბამისად, ეროვნული სიმდიდრის ყველა ელემენტისათვის მოქმედებს შეფასების ერთნაირი პრინციპი.

საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტები მუშაობენ ეროვნულ სიმდიდრეში ისეთი ელემენტების ასასახავად, როგორიცაა პირდაპირი ფინანსური ინვესტიციები (ფინანსურ აქტივებში) და ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონელი (წარმოებულ არაფინანსურ აქტივებში). ამ უკანასკნელის შემადგენლობა არ რეგლამენტირდება და მას დამოუკიდებლად განსაზღვრავს ყოველი ქვეყნის სტატსამსახური. XX საუკუნის ბოლო ათწლეულში მსოფლიო ბანკის ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ფართოდ გავრცელდა ეროვნული სიმდიდრის შემადგენლობის ადამიანისეული კაპიტალის მაჩვენებლით გაფართოების კონცეფცია, ასევე სამუშაოები მისი რაოდენობრივი პარამეტრების დადგენისა და აღნიშნული მაჩვენებლის ეროვნულ ანგარიშთა სისტემის აგების პრინციპებთან მოსარგებად. დაინერგა ადამიანისეული პოტენციალის განვითარების ინდექსი, რომლის მიხედვითაც 2010 წელს მსოფლიოს 169 ქვეყნიდან საქართველოს 74-ე ადგილი ეკავა.

საქართველოს ეროვნულმა სიმდიდრემ 2010 წლის შეფასებით შეადგინა დაახლოებით 750 მილიარდი აშშ დოლარი. ეროვნული სიმდიდრის 1/3 ეროვნულ ქონებაზე მოდის, 2/5-ზე მეტი – ადამიანისეულ კაპიტალზე, დანარჩენი კი – ბუნებრივ სიმდიდრეზე.

ლიტერატურა რედაქტირება