ეროვნული საზღვაო მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეროვნული საზღვაო მუზეუმი - საზღვაო მუზეუმი გრინვიჩში, ლონდონში. შედის გრინვიჩის სამეფო მუზეუმების შემადგენლობაში, გრინვიჩის საზღვაო მუზეუმების ქსელში, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეთა მიერ დაფინანსებული სხვა ეროვნული მუზეუმების მსგავსად, ეროვნულ საზღვაო მუზეუმში შესვლაც უფასოა. დროებით გამოფენებზე, ძირითადად, სხვა მუზეუმებიდან იჯარით აღებული ნამუშევრების გამოფენებზე შესვლა ფასიანია.

ეროვნული საზღვაო მუზეუმი
51°28′52″ ჩ. გ. 0°00′20″ დ. გ. / 51.481111° ჩ. გ. 0.005611° დ. გ. / 51.481111; -0.005611
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა Royal Borough of Greenwich[1]
ოფიციალური საიტი https://www.rmg.co.uk/national-maritime-museum[2]
Map

შექმნა და ოფიციალური გახსნა

რედაქტირება
 
კაპიტან ჯეიმზ კუკის პორტრეტი, ნათანიელ დენსი
 
ადმირალი ჯორჯ კით ელფინსტოუნი, ჯორჯ სენდერსი
 
ფრანგული ხომალდი ბრეტანი, ლუის აქილე ნოელი, 1859
 
23 ტიპის ფრეგატის პროპელერი ეროვნულ საზღვაო მუზეუმში

ეროვნული საზღვაო მუზეუმი 1934 წელს მიღებული „კანონით ეროვნული საზღვაო მუზეუმის შესახებ“ შეიქმნა და მისი უდიდებულესობის ხაზინის დირექტორთა საბჭოს დაექვემდებარა. მუზეუმის პირველი კოლექცია ჯეიმზ ქერდის (1864-1954) შემოწირულობით შეიქმნა. 1937 წლის 27 აპრილს მუზეუმი ოფიციალურად გახსნა მეფე ჯორჯ VI-მ. მუზეუმის პირველი დირექტორი ჯოფრი კალენდერი იყო.[3]

გრინვიჩს უძველესი დროიდან ახლო კონტაქტები ჰქონდა ზღვასთან და ნავიგაციასთან. რომაელები პირველად სწორედ აქ გადავიდნენ ხმელეთზე, ჰენრი VIII-ც გრინვიჩში ცხოვრობდა და 1675 წელს ჩარლზ II-მ „ადგილთა გრძედის განსასაზღვრად“ გრინვიჩის ობსერვატორია დააარსა. 1884 წელს გრინვიჩის საშუალო დრო და ნულოვანი მერიდიანი შემოიღეს, რის შემდეგაც გრინვიჩი ასტრონომიული სწავლების ცენტრი გახდა, ხოლო საზღვაო ნავიგატორები თავიანთ საათებს გრინვიჩის დროით ასწორებდნენ. მუზეუმში ბრიტანეთის საზღვაო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატებია დაცული. კოლექცია ჯამში ორ მილიონზე მეტ ექსპონატს მოიცავს, მათ შორის, საზღვაო მხატვრობის (ბრიტანული და XVII საუკუნის ნიდერლანდური მხატვრობის) ნიმუშებს, კარტოგრაფიის ნამუშევრებს, მანუსკრიპტებს, გემების მოდელებსა და გეგმებს, სამეცნიერო და სანავიგაციო ინსტრუმენტებს, დროის საზომ და ასტრონომიულ ხელსაწყოებს და ა.შ. კოლექციაში შესულია ვიცე-ადმირალ ჰორაციო ნელსონისა და კაპიტან ჯეიმზ კუკის პორტრეტები.[4]

მუზეუმი მიზნად ისახავს ბრიტანეთის ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და საზღვაო ისტორიის წარმოჩენასა და მის შედეგებს დღევანდელ მსოფლიოში. მუზეუმში სხვადასხვა ტიპის გამოფენა ეწყობა, მათ შორის: გემების საათები და ვარსკვლავები (2014), სემიუელ პეპსი: შავი ჭირი, ხანძარი, რევოლუცია (2015) და ემა ჰამილტონი: ცდუნება და ბრწყინვალება (2016).[5][6][7]

მუზეუმი პირველი შემომწირველის, ჯეიმზ ქერდის პატივსაცემად, ყოველწლიურად ქერდის მედალს გასცემს.[8]

მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა 1934 წელს, გრინვიჩის სამეფო პარკში, 200 აკრის ტერიტორიაზე. მუზეუმის შენობაში თავდაპირველად სამეფო ჰოსპიტალი-სკოლა იყო განთავსებული, რომელიც შემდეგში ჰოლბრუკში (საფოლკი) გადაიტანეს.

მუზეუმის მთავარ გალერეებს მთავარი რესტავრაცია 1999 წელს ჩაუტარდა, რომელიც Heritage Lottery Fund-მა დააფინანსა და 'Rick Mather Architects-მა დააპროექტა.

2008 წელს, მუზეუმის განცხადებით, ისრაელელმა საზღვაო მაგნატმა, სამი ოფერმა ახალ გალერეას 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესწირა.[9]

2016-დან 2017 წლამდე ერთწლიან პერიოდში ეროვნულ საზღვაო მუზეუმს 2.41 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა.[10]

კოლექცია

რედაქტირება

აქტიური საიჯარო პროგრამის წყალობით, კოლექციის ნიმუშები ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.[11]

ეროვნულ საზღვაო მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანული მიურვიკის საზღვაო სკოლიდან წამოღებული ექსპონატებიც, მათ შორის: რამდენიმე გემის მოდელი, ნახატები და დროშები. მუზეუმი ომის დროს „მიტაცებული ხელოვნების ნიმუშების“ ქონის გამო გააკრიტიკეს.[12][13][14][15][16] მუზეუმი აღნიშნულ ექსპონატებს „ომში მოპოვებულ კულტურულ ჯილდოდ“ აღიარებს, რომლებიც პოტსდამის კონფერენციის დებულებიდან ამოღებულია.[17]

2018 წლის აგვისტოში ტიტანიკის 5 500 რელიქვიის შესაძენად, რომელიც Premier Exhibition-ის აქტივს წარმოადგენდა, რამდენიმე ჯგუფი იბრძოდა.[18] საბოლოოდ, ეროვნულმა საზღვაო მუზეუმი, ტიტანიკ-ბელფასტი, ტიტანიკის ფონდი და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმები კონსორციუმის სახით გაერთიანდნენ, რათა ყველა არტეფაქტი შეეძინათ და ერთ გამოფენაზე ერთად გამოეფინათ. ოკეანოგრაფი რობერტ ბალარტი თვლიდა, რომ ტიტანიკიდან აღებული რელიქვიები მუდმივად უნდა გამოფენილიყო ბელფასტში (სადაც გემი აიგო) და გრინვიჩში.[18] მუზეუმებმა ჯექსონვილში, ფლორიდაში გამართული აუქციონი გააკრიტიკეს, რადგანაც მინიმალური შენატანი აუქციონზე 21.5 მილიონი აშშ დოლარი იყო, მუზეუმებს კი, საკმარისი დაფინანსება არ ჰქონდათ.[19][20]

ქერდის მედალი

რედაქტირება

1984 წელს, მუზეუმის დაარსებიდნა 50-ე წლისთავზე, მუზეუმმა ქერდის მედალი დააწესა. მედალი ყოველწლიურად იმას გადაეცემა, „ვისაც ეროვნული საზღვაო მუზეუმის დირექტორთა საბჭოს აზრით, მუზეუმის ინტერესების შესაბამისი მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს გაწეული“. მედალი ჯეიმზ ქერდის (1864-1954), ეროვნული საზღვაო მუზეუმის პირველი მნიშვნელოვანი დონორის სახელს ატარებს.[8]

სხვა ბრიტანული საზღვაო მუზეუმები

რედაქტირება

კორნუოლის ეროვნული საზღვაო მუზეუმი დამოუკიდებელი მუზეუმია, რომელიც 1992 წლის ფალმუთის საერთაშორისო საზღვაო ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, ეროვნული საზღვაო მუზეუმის, გრინვიჩისა და ყოფილი ფალმუთის კორნუოლის საზღვაო მუზეუმის კოლაბორაციის შედეგად.

საზღვაო მუზეუმის დირექტორები

რედაქტირება
  • 1937–1946: ჯეფრი კალენდერი
  • 1947–1966: ფრენკ ჯორჯ გრიფიტ კარი[21]
  • 1967–1983: ბასილ ჯეკ გრინჰილი
  • 1983–1986: ნილ კოსონსი
  • 1986–2000: რიჩარდ ლუის ორმონდი CBE (დაბ. 1939)[22]
  • 2000–2007: როი კლერი (დაბ. 1950)[23]
  • 2007–2019: კევინ ფიუსტერი[24]
  • 2019–დღემდე: პად როჯერსი[25]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 National Heritage List for England
  2. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
  3. ODNB article by Michael Lewis, 'Callender, Sir Geoffrey Arthur Romaine (1875–1946)’, rev. H. C. G. Matthew, Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004 [1] accessed 23 September 2007.
  4. Captain James Cook, 1728–79. Royal Museums Greenwich. ციტირების თარიღი: 29 December 2018
  5. Falk, Seb. Review of Ships, Clocks & Stars: The Quest for Longitude. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 24 February 2017
  6. Smart, Alastair. Samuel Pepys, National Maritime Museum, review: 'history rivetingly brought to life'. ციტირების თარიღი: 24 February 2017
  7. Jones, Jonathan. Emma Hamilton: Seduction and Celebrity review – the betrayal of Nelson's mistress. ციტირების თარიღი: 24 February 2017
  8. 8.0 8.1 Prizes and fellowships in naval and maritime history. University of Exeter. ციტირების თარიღი: 29 December 2018
  9. The Sammy Ofer Wing. C F Moller. ციტირების თარიღი: 29 December 2018
  10. National Maritime Museum Annual Report and Accounts 2016-2017.
  11. Collaborative Doctoral Award with the National Maritime Museum (2010–13). York Art History Collections. ციტირების თარიღი: 29 December 2018
  12. "Revealed: Nazi painting in London’s Maritime Museum looted by British." The Art Newspaper. 3 January 2007
  13. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-26. ციტირების თარიღი: 2009-05-09 How the London Maritime Museum rebuffed a German claim in 1965.] The Art Newspaper. 1 February 2007
  14. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-26. ციტირების თარიღი: 2009-05-09
  15. "Revealed: six paintings in Maritime Museum were seized by British troops from Nazi Germany." The Art Newspaper. 1 February 2007
  16. Schleswig-Holsteinischer Zeitungsverlag: Gezeiten. Die letzten Tage der Dönitz-Regierung in Mürwik დაარქივებული 22 February 2017 საიტზე Wayback Machine. . 21. Dezember 2009; access: 27. August 2016
  17. Littlewood, Kevin; Butler, Beverley (1998) Of Ships and Stars: Maritime Heritage and the Founding of the National Maritime Museum Greenwich. Continuum International Publishing Group, გვ. 117. ISBN 978-0485115376. 
  18. 18.0 18.1 Dawn McCarty, Jef Feeley, Chris Dixon. (2018-07-24) James Cameron: Getting Titanic Artifacts to U.K. Would Be 'a Dream'. National Geographic. ციტირების თარიღი: 2018-09-02
  19. Titanic: Salvaged treasure may not return to Belfast BBC 5 October 2018
  20. Bankrupt Premier Exhibitions Inc. owns 5,500 items from the ill-fated ocean liner The Basch Report 3 October 2018
  21. Biography Frank Carr: Ship saver by Peter Elphick, states "Meanwhile, in 1966, the Trustees of the National Maritime Museum dismissed Frank Carr from his post as Director, two years before he was due to retire. No one seems to know the full circumstances behind this highly controversial decision, but it seems that the Trustees wanted a change of course.". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-05. ციტირების თარიღი: 2021-09-10.
  22. Who's who entry for Richard Ormond
  23. Who's who entry for Roy Clare
  24. Biography of Director Kevin Fewster on NMM website.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 13 January 2008
  25. Directors and Trustees: Royal Museums Greenwich