ერნესტ ჰონიგმანი (გერმ. Ernest Honigmann; დ. 8 აგვისტო, 1892, ვროცლავი — გ. 30 ივლისი, 1954, ბრუსელი) — ბელგიელი მეცნიერი, ბიზანტიოლოგი.

ერნესტ ჰონიგმანი
გერმ. Ernst Honigmann
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1892(1892-08-08)[1] [2]
დაბ. ადგილი ვროცლავი[1]
გარდ. თარიღი 30 ივლისი, 1954(1954-07-30)[1] [2] (61 წლის)
გარდ. ადგილი ბრიუსელი
მოქალაქეობა  გერმანია
 ბელგია
საქმიანობა ბიბლიოთეკარი, უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, high-school teacher, Byzantinist და საეკლესიო ისტორიკოსი[3]
მუშაობის ადგილი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი

ძირითადად წერდა ფრანგულ ენაზე. იკვლევდა ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიას, აღმოსავლეთის ქრისტიანულ რელიგიისა და ბიზანტიურ-ქართული კულტურული ურთიერთობის საკითხებს. ნარკვევში „პეტრე იბერიელი და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებანი“ (1952). ჰონიგანმა შალვა ნუცუბიძისაგან დამოუკიდებლად გამოთქვა მოსაზრება ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტურობის შესახებ. ნუცუბიძე-ჰონიგმანის ჰიპოთეზამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში.

1929 წელს გეიდელბერგში გამოაქვეყნა შრომა „შვიდი კლიმატი“ (გერმ. Die sieben Klimata und die Πόλεις Επίσημοι), რომელშიც გამოკვლეულია ასტროლოგიური გეოგრაფია. 1935 წელს გამოსცა შრმომა „ბიზანტიის სახელმწიფოს აღმოსავლეთი საზღვარი 363-1017 წლებში, ბერძნული, არაბული, სირიულიდა სომხური წყაროების მიხედვით“ (გერმ. Die ostgrenze des Byznatinischen reiches von 363 bis 1017, nach griechischen, arabischen, syrischen und armenischen quellen). სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი სამი ნაშრომი ერთ წიგნად[4]: „კონსტანტინეპოლის 394 წლის კრების დეტალური აღწერა“, „სომხეთის ქალაქ რომანოპოლისის ადგილმდებარეობისათვის“ და „ანალიზი ე.წ. Thronos Alexandrinos — რუკები საეპარქიებისა, რომლებიც შედიოდნენ VII საუკუნეში ალექსანდრიის საპატრიარქოში“.

  • Historische Topographie von Nordsyrien im Altertum. Leipzig 1923 (erweiterte Fassung der Dissertation, Breslau 1920)
  • Die sieben Klimata und die poleis episēmoi. Eine Untersuchung zur Geschichte der Geographie und Astrologie im Altertum und Mittelalter. Heidelberg 1929
  • Die Ostgrenze des Byzantinischen Reiches von 363 bis 1071 nach griechischen, arabischen, syrischen und armenischen Quellen. Brüssel 1935
  • Le Synekdèmos d’Hiéroklès et l’opuscule géographique de Georges de Chypre. Brüssel 1939
  • The original lists of the members of the Council of Nicaea, the Robber-Synod and the Council of Chalcedon. In: Byzantion 16 (1942), S. 20–80
  • The Lost end of Menander’s Epitrepontes. Brüssel 1950
  • „Pierre l' Iberien et lesecrits du Pseudo-Denys l' Areopagite“, Brux., 1952
  • „Петр Ивер и сочинения Пс-Дионисия Ареопагита“, თსუ შრომები, 1955, ტ. 59
  • Patristic Studies. Rom 1953
  • Trois mémoires posthumes d’histoire et de géographie de l’Orient Chrétien. Brüssel 1961

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116977566 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Czech National Authority Database
  4. Glanville Downey. Review: Trois mémoires posthumes d’histoire et de géographie de l’orient chrétien by Ernest Honigmann // Speculum, Vol. 37, No. 2 (Apr., 1962), pp. 281—282. (ინგლისური)