ერმანი
ერმანი — ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლების შუა ერმანისა და ქვემო ერმანის საერთო ისტორიული სახელწოდება.
ერმანი მდებარეობს მდ. დიდი ლიახვის სათავეში, ისტორიულ მაღრან-დვალეთში. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“ (XIV ს.) სოფელს უწოდებს „ერემანის“, ხოლო გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.) – „ერემას“. შუა საუკუნეებში ერმანი მაღრან-დვალეთთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში. შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ოთხკუთხა გეგმით ნაგები კოშკები. ერმანის მიდამოები მდიდარია მინერალური წყლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 66.