ერმალოზ ივანეს ძე მამულია (დ. ძველი სტილით [31 იანვარი], ახალი სტილით [13 თებერვალი], 1909, სოფელი ფოცხო, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი) — ქართველი გეოდეზისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1961 წლიდან). 1933 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიური ინსტიტუტი. 1951 წლამდე მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენისა და შავიზღვისპირა რკინიგზის მაგისტრალის გვირაბების მშენებლობაზე. 1951-68 წლებში იყო „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი მარკშაიდერი. სსრკ-ში პირველი უნიკალური ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება