ერიხ დრახი ( გერმ. Erich Drach ) ( დ. 26 აპრილი, 1885 , მიუნხენი — გ. 15 ივლისი, 1935 ბერლინი) — გერმანელი მკვლევარი გერმანისტი. ცალკე დისციპლინად დააარსა „მეცნიერება მეტყველების შესახებ“, ასევე „მეტყველების აღზრდა“.

ერიხ დრახი
გერმ. Erich Drach
დაბ. თარიღი 26 აპრილი, 1885(1885-04-26)[1]
დაბ. ადგილი მიუნხენი
გარდ. თარიღი 15 ივლისი, 1935(1935-07-15)[1] (50 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, speech trainer და თეატრის მსახიობი
მუშაობის ადგილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი

ცხოვრება

რედაქტირება

1903 წელს მაქსიმილიანის სამეფო გიმნაზიის სიმწიფის ატესტატის მიღებისთანავე, ერიხ დრახმა ჩააბარა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმიალიანის უნივერსიტეტში გერმანულ ფილოლოგიაზე. 1908 წელს დაიცვა დისერტაცია ლუდვიგ ტიკის სასცენო რეფორმის შესახებ.

1915 წლიდან ერიხ დრახი გიმნაზიის მასწავლებელი გახდა. იმავდროულად ბერლინის აღზრდისა და სწავლების ცენტრალურ ინსტიტუტში მიიწვიეს. მუშაობდა ფონეტიკის ლექტორად. 1920 წელს დააარსა საზოგადოება, რომლის სახელწოდება იყო „ფონეტიკის, რიტორიკისა და სიტყვაკაზმული ხელოვნების დარგში სამეცნიერო განათლება მიღებული მუშაკების ერთობა.“

1922 წელს ერიხ დრახმა გამოაქვეყნა წიგნი „მეტყველების აღზრდა“ („Sprecherziehung“). მისი მთავარი დევიზი იყო - „მეტყველების აღზრდა მეტყველების მეშვეობით“. 1930 წელს მანვე დააფუძნა „მეტყველების ხელოვნების და მეტყველების აღზრდის გერმანული კომისია“, რომლის თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე. ერიხ დრახის შექმილი კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა „მეტყველებისა და მეტყველების აღზრდის გერმანული საზოგადოება“.

ერიხ დრახის სახელს უკავშირდება აგრეთვე ე.წ. ტოპოლოგიურ ველთა მოდელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება გერმანული წინდადადების ლინგვისტიკური ანალიზისას.

რჩეული პუბლიკაციები

რედაქტირება
  • Sprecherziehung. („მეტყველების აღზრდა“) Diesterweg, Frankfurt am Main - 1922.
  • Der künstlerische Vortrag. („ხელოვნებისეული მოხსენება“) Quelle und Meyer, Leipzig - 1927.
  • Grundgedanken der deutschen Satzlehre. („გერმანული სინტაქსის მთავარი აზრები“) Diesterweg, Frankfurt am Main - 1937 (გამოიცა მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Marita Pabst-Weinschenk: Die Konstitution der Sprechkunde und Sprecherziehung durch Erich Drach. Faktenfachgeschichte von 1900 bis 1935. Westarp-Wissenschaften. Magdeburg/Essen 1993, ISBN 3-89432-068-0.
  • Josefine Rittenbach: Sprechkunst von Drach bis Ritter. Und die Chance des gestischen Sprechens für ein wirkungsvolles Programm. Grin-Verlag, Norderstedt 2006, ISBN 978-3-640-19411-7.
  1. 1.0 1.1 https://www.deutsche-biographie.de/sfz11768.html