ერიკ IX (შვედეთი)
ერიკ IX წმინდა (შვედ. Erik IX Sankt; დ. 1125 — გ. 18 მაისი, 1160) — ერიკის დინასტიის დამაარსებელი და შვედეთის მეფე 1156-1160 წლებში. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა 18 მაისი.
ერიკ IX წმინდა | |
---|---|
შვედეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 25 დეკემბერი, 1156 |
მმართ. დასასრული: | 18 მაისი, 1160 |
წინამორბედი: | შვერკერ I |
მემკვიდრე: | მაგნუს II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1125 |
გარდ. თარიღი: | 18 მაისი, 1160 |
მეუღლე: | კრისტინა დანიელი |
შვილები: |
კნუდ I, შვედეთის მეფე კატარინა მარგარეტი, ნორვეგიის დედოფალი |
დინასტია: | ერიკის დინასტია |
მამა: | იედვარდი |
დედა: | უცნობია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერიკი დაიბადა 1125 წელს შვედეთში. იგი იყო ადგილობრივი მაგნატის, იედვარდის ვაჟი, თუმცა დედამისის ვინაობა დღემდე უცნობია. 1150 წლიდან იგი აპლანდელმა შვედებმა თავიანთ მეფედ აირჩიეს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მეფე შვერკერ I-ის მიერ დანიასთან წამოწყებული ომით. 1156 წლის 25 დეკემბერს, საშობაო მესაზე მიმავალი შვერკერი შეთქმულებმა მოკლეს და მეფედ ერიკ IX დასვეს. მისი მმართველობა მთელმა შვედეთმა სუვერენულად სცნო, თუმცა ბევრი მატიანე მას მაინც უზურპატორს უწოდებს.
ტახტზე უფლებების შესაქმნელად იგი სასწრაფოდ დაქორწინდა შვედეთის მეფე ინგე I-ის შვილთაშვილ კრისტინა დანიელზე, რომელიც იმავდროულად დანიის მეფის ნათესავიც იყო, რაც შემდგომში დანიასთან მშვიდობის დამყარებაში გამოადგა.
თავისი ხანმოკლე მეფობის პერიოდში ერიკმა არაერთი რელიგიური ხასიათის ნაწარმოები შექმნა. მან დაასრულა და აკურთხა უფსალას კათედრალი და ამასთან მოაწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ფინეთში, სადაც საბოლოოდ მოაქცია ქრისტიანობაზე ჯერ კიდევ წარმართი ფინელები. ამ ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ფინეთი შვედეთის შემადგენლობაში შევიდა და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაკარგა იგი შვედეთმა, როდესაც მას იგი რუსეთის იმპერიამ ჩამოაჭრა.
1160 წლის 18 მაისს, უფსალაში მოსალოცად წასულ ერიკს თავს დაესხნენ განსვენებული მეფე შვერკერ I-ის ნათესავები, რომლებმაც მოკლეს და გაძარცვეს იგი. შვერკერის დინასტიის წარმომადგენლები ამ გზით ცდილობდნენ ძალაუფლების აღდგენას, მაგრამ ტახტი მაგნუს II-მ დაიკავა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carl M. Kjellberg, "Erik den heliges ättlingar och tronpretendenter bland dem", Historisk tidskrift 43, 1923.
- Christian Lovén, "Erikskulten i Uppsala - dubbelhelgonet och den långa stationsvägen", Årsboken Uppland 2004.
- Svenskt biografiskt lexikon, band 14.
- Bengt Thordeman (ed.), Erik den helige - historia, kult, reliker. Stockholm, 1954.
- Lauritz Weibull, "Erik den Helige", in Stockholms blodbad och andra kritiska undersökningar. Stockholm, 1965.
- Henrik Ågren, Erik den helige - Landsfader eller beläte? En rikspatrons öde i svensk historieskrivning från reformationen till och med upplysningen, 2013.