მთავარი მენიუს გახსნა

მონოპლაკოფორები, ერთფირფიტიანები (Monoplacophora) — უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. ცნობილი იყო მხოლოდ ქვედა პალეოზოური პერიოდის ნამარხი ფორმები. 1952 წელს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში 3950 მ სიღრმიდან მოიპოვეს მონოპლაკოფორების რამდენიმე ცოცხალი ეგზემპლარი, რომელსაც უწოდეს Neopilina galatheae. აქვს კონუსისებრი ნიჟარა (3 სმ დიამეტრისაა). სხეული შედგება თავისაგან, ტანისა და ფეხისაგან. თვალები არ აქვს. საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიცავს ხახას, საყლაპავს, კუჭს, შუა და უკანა ნაწლავს. პირზე აქვს საფხეკი, გული შედგება 2 პარკუჭისა და 4 წინაგულისაგან. გამოყოფას 6 წყვილი თირკმელი ემსახურება. ნერვული სისტემა მოიცავს ხახისირგვლივ ნერვულ რკალს, ორ წყვილ პედალურ და პლევროვისცერალურ ნერვულ წარმონაქმნს. გაყოფილსქესიანებია. კლასში 60 სახეობამდეა, მათგან 6 თანამედროვეა და გაერთიანებულია ნეოპილიანას გვარში.

მონოპლაკოფორები
Monoplacophoran.svg
მონოპლაკოფორების ზოგადი ფორმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  მონოპლაკოფორები
ლათინური სახელი
Monoplacophora

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: