ერთსაფრიანები
ერთსაფრიანები (Monochlamydeae) — პირველადსაფრიან ორლებნიან მცენარეთა ჯგუფი. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად — ბალახები. მიეკუთვნება ტირიფისებრნი, არყისებრნი, წიფლისებრნი, კაზუარისებრნი, თელასებრნი, თუთისებრნი, კანაფისებრნი და ზოგი სხვა ოჯახი. მათი ყვავილები მეტწილად ერთსქესიანი, უყვავილსაფრო ან მარტო ჯამისებრყვავილსაფრიანია, იშვიათად კი ორმაგყვავილსაფრიანი. ქარითმტვერია მცენარეებია. ადრე ერთსაფრიანებს ყველაზე უფრო პრიმიტიულ ორლებნიანებს აკუთვნებდნენ. თანამედროვე სისტემებში განსაკუთრებულ ჯგუფად არ გამოყოფენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 188-189.