პირველადსაფრიანები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პირველადსაფრიანები (Archichlamydeae) — ორლებნიან მცენარეთა ქვეკლასი. აერთიანებს ერთსაფრიანებს (უყვავილსაფრო ან მარტივყვავილსაფრიანი ყვავილებით) და ფურცლებგანცალკევებულებს (ორმაგი ყვავილსაფრით და თავისუფალი გვირგვინის ფურცლებით).

პირველადსაფრიანების ქვეკლასი, როგორც ორლებნიანთა საწყისი ჯგუფი, 1892 წელს გამოყო გერმანელმა მეცნიერმა ადოლფ ენგლერმა. ამჟამად ეს თვალსაზრისი ფართოდ აღიარებული არ არის.

ლიტერატურა

რედაქტირება