ერვე ბაზენი (ფრანგ. Hervé Bazin; დ. 17 აპრილი, 1911 — გ. 17 თებერვალი, 1996) — ფრანგი ნოველისტი, პოეტი.

ერვე ბაზენი
Hervé Bazin à Cunault en 1993.jpg
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1911(1911-04-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ანჟე[2]
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1996(1996-02-17)[10] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანჟე, მენი და ლუარა, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა[2]
დასაფლავებულია Maine
საქმიანობა პოეტი, მწერალი[10] და ესეისტი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი[11]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
ჯილდოები Prix Guillaume Apollinaire, პრინც პიერის პრემია და საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის"

ბიოგრაფიარედაქტირება

ერვე ბაზანი დაიბადა 1911 წლის 17 აპრილს საფრანგეთის ქალაქ ანჟერში. ფილოლოგიური განათლება მიიღო შემდეგ ლექსების რამდენიმე კრებული გამოაქვეყნა, რომელთაც წარმატება არ გქონიათ, მაგრამ 1947 წელს გამოცემულმა ლექსთა კრებულმა „დღემ“ აპოლინერის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1948 წელს გამოვიდა მისი რომანი „რეზოს ოჯახი“, რომელმაც მკითველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. რომანი ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და საკუთარი ოჯახის კრიტიკა ბურჟუაზიული ოჯახის კრიტიკად იქცევა. შემდეგ ბაზენი ისევ პოეზიას დაუბრუნდა და გამოსცა ლექსების კრებული „განწყობილებანი“. მის უკანასკნელ რომანთაგან აღსანიშნავია: „პატარა კვიცის სიკვდილი“, „აღდეგ და ვიდოდე“, „ვაჟიშვილის გულისთვის“ და სხვა.

ბაზენი ავტორია ნოველათა რამდენიმე კრებულისა: „ქორწინებათა ვიურო“, „ქუდი მოიხადეთ“ და სხვა. იგი გონკურის აკადემიის წევრი იყო. ლიტერატურული შემოქმედებისათვის მას მონაკოს დიდი ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

ერვე ბაზანი გარდაიცვალა 1996 წლის 17 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ანჟერში.

ლიტერატურარედაქტირება

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; „საბჭოთა საქართველო“, გვ., 551, 1976 წ.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118657712 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. SNAC — 2010.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. filmportal.de — 2005.
  6. GeneaStar
  7. Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
  8. Babelio — 2007.
  9. Proleksis enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
  11. LIBRIS — 2012.