ერეკლეს აბანო
ერეკლეს აბანო — სპარსული სტილის აბანო გორში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სტატუსი მიენიჭა 2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ.[1]
მდებარეობს რუსთაველის ქუჩაზე (№43). აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში; მის მშენებლობას ზოგიერთი ისტორიის მკვლევარი როსტომ მეფის მეფობის პერიოდს (1632–1658), ზოგი კი XIX საუკუნის დასაწყის უკავშირებს.[2] აბანო გეგმით სწორკუთხაა, ზომებით 22x12,2 მ, ნაშენია ნატეხი ქვით და ძველი აგურით. კედლების კუთხეები, შეისრული თაღები, ნახევარსფერული გუმბათები და სასინათლო ხვრელები აგურითაა ნაწყობი. შესასვლელი აქვს აღმოსავლეთ და სამხრეთი მხრიდან. შედგება ორი სათავსოსაგან. მათ შორის ამოყვანილია დაბალი გადამღობი კედელი, რაშიც გაჭრილია ორი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ხვრელი. ასეთივე ხვრელები აღმოსავლეთ სათავსოს კედელშიცაა. სათავსოები გადახურულია შეისრულ თაღებზე დაყრდნობილი გუმბათებით, რაშიც გაჭრილია წრიული ხვრელები.[3]
2017 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აბანოს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №2/360. matsne.gov.ge (9 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ ერეკლეს აბანო. gori.gov.ge (2 მაისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-16. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2019.
- ↑
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 618
- ↑ გორში ახლადრეაბილიტირებულ „ერეკლეს აბანოს“ დარბაზში გამოფენა მოეწყო. tourismcenter.ge (19 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2019.