ერა ისტრეფი
ერა ისტრეფი (ალბ. Era Istrefi; დ. 4 ივლისი, 1994, პრიშტინა, იუგოსლავიის ფრ) — კოსოვოელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.[1] პირველად პოპულარობა ევროპის ალბანურენოვან აუდიტორიას შორის 2013 წელს, 19 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც გამოუშვა თავისი სადებიუტო სიმღერა „Mani për money“.[2]
ერა ისტრეფი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 4 ივლისი, 1994 |
დაბ. ადგილი | პრიშტინა, იუგოსლავიის ფრ (დღეს კოსოვო) |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2013-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | Eraistrefi.com |
ერა ისტრეფი ვიკისაწყობში |
2016 წელს, თავისი სიმღერის „BonBon“-ის გამოშვების შემდეგ, ისტრეფიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რომლის ნამუშევარი შეადარეს ისეთი მომღერლების ნამუშევართან, როგორიცაა ბარბადოსელი მომღერალი რიანა და ავსტრალიელი მომღერალი სია.[3] სიმღერის წარმატებიდან ერთი თვის შემდეგ, მან კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ჩამწერ კომპანია Sony Music-სა და „Ultra Music“-თან.[4] 2017 წელს, მოიგო European Border Breakers Award-ის ჯილდო.
ბიოგრაფია
რედაქტირებაერა ისტრეფი დაიბადა 1994 წლის 4 ივლისს, პრიშტინაში.[5] მისი მშობლებია სუზანა ტაჰირსილაჰი, 1980-იან და 1990-იანი წლების კოსოვოელი მომღერალი და ჟურნალისტი ნეზირ ისტრეფი. მამის სიკვდილის შემდეგ, 2004 წელს დედამისმა მუსიკალური კარიერა დატოვა. მისი და, ნორა ისტრეფი ასევე მომღერალია.
ისტრეფმა თავისი სადებიუტო სიმღერა „Mani për money“, თავის მშობლიურ ქვეყანაში 2013 წელს გამოუშვა, რომელიც საბოლოოდ ალბანურის გეგური დიალექტითა და ინგლისურის ფრაზებით არის დაკომპლექტებული.[6] რამდენიმე თვის შემდეგ, გამოუშვა შემდგომი სიმღერა „A Po Don?“, რომლის ვიდეოკლიპი პოპულარობა მოიპოვა.[7] მისი მესამე სინგლი „E Dehun“, რომელიც იყენებს ნეჯმიე პაგარუშას ჩანაწერებს, ასევე იყენებს ლირიკულ და ინსტრუმენტულ მხარეს. „E Dehun“-ის გამოსვლის შემდეგ, ისტრეფმა სამი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ერთი „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ ჯილდო. 2014 წლის დეკემბერში, მომღერალმა გამოუშვა პოპ-ბალადა სახელწოდებით „13“, რომელიც გამოიცა შეერთებულ შტატებში.[8] მის თანმხლებ მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე,[9] 24 საათის განმავლობაში თითქმის 200,000 ნახვა ჰქონდა. იმავე წელს, მომღერალმა თავისი მხარდაჭერა გამოხატა ლგბტ თემის მიმართ. 2016 წელს ალბანეთის მოქალაქეობა მიიღო.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rishty, David. (March 22, 2016) Ultra Music's Patrick Moxey on New Signee Era Istrefi, Rihanna & Sia Parallels: Exclusive. ციტირების თარიღი: 2016-09-20
- ↑ Rosenzweig, Mathias. Introducing Era Istrefi, the Eastern European Singer With Pipes Like Rihanna en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-18. ციტირების თარიღი: 2016-09-20
- ↑ WATCH - IF YOU MERGED RIHANNA AND SIA YOU'D GET ERA ISTREFI - BONBON. IX Daily. ციტირების თარიღი: 26 Feb 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ Era Istrefi firmos me Sony Music - Lajme rozë. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-14. ციტირების თარიღი: 2016-08-27.
- ↑ Kosovo's Istrefi Tastes Sweet Success With 'Bonbon' :: Balkan Insight. ციტირების თარიღი: 2016-09-20
- ↑ Yjet shqiptarë mbështesin legalizimin e martesave gej dhe lezbike (Foto) - Privé - Faqja Zyrtare. ციტირების თარიღი: 2016-08-27.
- ↑ "A Po Don" thotë Era Istrefi!. Telegrafi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2018-05-22.
- ↑ Era Istrefi lanson baladën "13" (Video). Telegrafi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 13 December 2014.
- ↑ "13" drejt rekordeve të para (Video) - Lajme rozë. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2016-08-27.
- ↑ Era Istrefi requires Albanian citizenship, meets with President Nishani. ციტირების თარიღი: 12 November 2016.