ერასტი თურქისტანიშვილი
ერასტი თურქისტანიშვილი (დ. უცნობია ― გ. 1735) — ქართველი მწიგნობარი.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო თბილისში ლათინ პატრებთან, შეისწავლა ლათინური, იტალიური და ფრანგული ენები, მიიღო კათოლიციზმი. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთის სამეფოში. მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა „აპოფთეგმატა“, რომლის ორი რედაქცია არსებობს — ვრცელი და მოკლე. თურქისტანიშვილის მიერ თარგმნილი მოკლე რედაქცია ვახტანგ VI-მ გალექსა და „სიბრძნე მალაღობელი“ უწოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- იმედაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 19.
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958
- ჭიჭინაძე ზ, ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე, ტფილისი: არ. ქუთათელაძის სტამბა, 1905. — გვ. 11-12.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ერასტი თურქესტანიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2018.