ნიკოლაი ეჟოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ეჟოვი, ნიკოლაი)

ნიკოლაი ეჟოვი (რუს. Николай Иванович Ежов; დ. 1 მაისი, 1895 – გ. 4 თებერვალი, 1940) — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დიდი წმენდის პერიოდში იყო სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. თანამდებობას იკავებდა 1936-1938 წლებში. 1938-1939 წლებში იყო სსრკ-ის წყლის ტრანსპორტირების სახალხო კომისარი. 1935-1939 წლებში მე-17 პოლიტბიუროს სამდივნოს წევრი. 1937-1939 წლებში მე-17 პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი.

ნიკოლაი ეჟოვი
დაბადების თარიღი 8 (20) აპრილი, 1895[1]
დაბადების ადგილი კაუნასი[1]
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1940(1940-02-04)[2] [3] (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეროვნება რუსი
რელიგია ათეისტი
პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
მეუღლე/ები ანტონია ტიტოვა (1919-1930)
ევგენია ფეიგენბერგი (1930-1938) [4]
ჯილდოები ლენინის ორდენი[5] , საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“, Order of the Red Banner და სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი

იგი დიდი წმენდის დროს ხელმძღვანელობდა მასობრივ დაპატიმრებებსა და დახვრეტებს. 1939 წელს ეჟოვი დააპატიმრეს და აღიარა ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, მოგვიანებით კი ცხნობილი გახდა რომ აღიარება წამებით იქნა მოპოვებული. ამავე წელს ეჟოვი 44 წლის ასაკში დახვრიტეს. 1930-იანი წლების რეპრესიების ზოგიერთი ისტორიკოსი „ეჟოვშჩინად“ მოიხსენიებს. [6] 1917-1939 წლებში ეჟოვი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. ეჟოვი დაბალი იყო, მისი სიმაღლე იყო დაახლოებით 151 სმ, სიმაღლისა და სადისტური საქციელის გამო შეარქვეს „სისხლიანი ქონდრისკაცი“.[7] მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და მედალი, მათ შორის ლენინის ორდენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Lithuanian State Historical Archives
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119495465 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Find a Grave — 1996.
  4. ფეიგენბერგი 1938 წელს გარდაიცვალა
  5. English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  6. „საბჭოთა ტერორი“ — გვ. 8
  7. Steve Phillips (2000). Stalinist Russia. Heinemann, გვ. 42. ISBN 0435327208.