ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში
ამ სტატიას სჭირდება სქოლიოები (წყაროები). |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში — ანგლიკანური ტრადიციის ეკლესია, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია 2018 წლიდან.
ანგლიკანური ეკლესიის დაარსება
რედაქტირებაანგლიკანური ეკლესია არის ქრისტიანობის მესამე უდიდესი თანაზიარება (რომის კათოლიკურის და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიების შემდეგ), რომელიც დაახლოებით 85 მილიონ მორწმუნეს მოიცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ეკლესიის იდენტობა და ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინგლისის ეროვნულ ეკლესიასთან (ინგლისის ეკლესია), რომელიც მსოფლიო ანგლიკანური თანაზიარების დედა ეკლესიაა. ინგლისის ეკლესია XVI საუკუნეში, რეფორმაციის ხანაში, გამოეყო რომის კათოლიკური ეკლესიის პაპის იურისდიქციას.
ეპისკოპალური თემის დაარსება საქართველოში
რედაქტირება2018 წლის 21 აპრილს თბილისში შეიკრიბა ლიბერალურად მოაზროვნე ქრისტიანთა ჯგუფი (მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიებიდან, მათ გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ანგლიკანურ/ეპისკოპალურ ეკლესიას, რადგან ეს ეკლესია ინარჩუნებს ტრადიციულ ქრისტიანულ რწმენასა და პრაქტიკას, სოციალური სწავლებებით კი არის ლიბერალური და პროგრესული. 2019 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის ანგლიკანური სამრევლო შევიდა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ. ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია კონტინენტურ ევროპაში წარმოდგენილია "ევროპაში ეპისკოპალურ ეკლესიათა გაერთიანების" სახით, რომლის ეპისკოპოსიცაა მაღალღირსი მარკ ედინგტონი. სწორედ ხსენებული ეპისკოპოსის სამწყსოს წარმოადგენს ეპისკოპალური ეკლესიის თემი საქართველოში. ევროპაში ეპისკოპალურ ეკლესიათა გაერთიანების ცენტრი მდებარეობის პარიზში, წმინდა სამების კათედრალში.
საქართველოში ეპისკოპალური ეკლესიის მრევლის უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს, შესაბამისად ეკლესიის აქტივობების უმრავლესობა თბილისის წმ. ნინოს სამრევლოში ხორციელდება. თბილისის ეკლესიაში ტარდება ქართული და ინგლისური ღვთისმსახურებები. ეკლესია ასევე აქვს ინგლისურისა და ბიბლიის უფასო გაკვეთილები. თვეში ერთხელ რეგულარული ღვთისმსახურებები ასევე ტარდება ქუთაისში, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ეკლესიის წევრები ესწრებიან. თბილისის გარდა, მრევლის წევრები ასევე ცხოვრობენ რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმსა და ხობის რაიონში. ეკლესიის წევრები არიან ქართველები, ასევე ბრიტანელები, ამერიკელები, კანადელები, ნიგერიელები, ნორვეგიელები, ინდოელები და რუსები.
საქართველოში მცხოვრებ ეპისკოპალური ეკლესიის მრევლს პასტორალურ მზრუნველობას უწევს ღვთისმსახურების ხელმძღვანელი ეთერი ჩახნაშვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=75051 - ანგლიკანური თემი საქართველოში – ინტერვიუ თომა ლიპარტიანთან.
- https://at.ge/2020/10/15/anglikanuri/ - ეპისკოპალური ეკლესია.
- https://www.radiotavisupleba.ge/a/1530091.html - კენტერბერის არქიეპისკოპოსმა როუენ უილიამსმა, გადაწყვიტა, მოიწვიოს ეკლესიის უზენაეს პირთა თათბირი.
- https://web1.rustavi2.ge/ka/video/55059?v=2 - პირველი ანგლიკანური ეპისკოპალური ეკლესია თბილისში და მისი დაამარსებელი.