ეპიორნისი (ლათ. Aepyornis) — სირაქლემის მსგავსი მორბენალი ნამარხ ფრინველთა გვარი. ახლოს დგას სირაქლემასთან და მოასთან. ცნობილია მადაგასკარის მეოთხეული ნალექებიდან.

ეპიორნისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ლათინური სახელი
Aepyornis

ამოწყვიტა ადამიანმა XVII საუკუნეში. 3 მ-მდე სიმაღლისა იყო, ჰქონდა თითქმის განუვითარებელი ფრთები (შემორჩენილი იყო მხოლოდ მხრის ძვლის პატარა რუდიმენტი), სუსტად განვითარებული მკერდის ძვალი და მხრის სარტყელი, მასიური უკანა კიდურები. იწონიდა დაახლოებით 400 კგ-ს. მისი კვერცხის სიგრძე 34 სმ აღწევდა.

ეპიორნისის კვერცხი თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა სირაქლემის კვერცხს; გარდა ამისა მისი კვერცხის მოცულობა ქათმის კვერცხის მოცულობას 160-ჯერ აღემატებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება