ეპიკურეიზმიფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა ეპიკურეს მიერ დააარსებულ სკოლაში, (307 წ. ათენში).

ეპიკურე

ეპიკურე (341-271) დაიბადა ქალაქ სამოსში. 14 წლისა გაეცნო ფილოსოფიას, შეისწავლა დემოკრიტეს მოძღვრება, ხოლო 18 წლისა ათენში პერიპატეტელებს უსმენდა, მოგვიანებით დაარსდა სკოლა, რომლის შესასვლელთან ეწერა – „მგზავრო, აქ თავს კარგად იგრძნობ. აქ სიამოვნებაა უმაღლესი სათნოება“. ეპიკურეს მრავალი შრომა დაუწერია (300-მდე), აქედან უმთავრესი მნიშვნელობისაა „ბუნების შესახებ“ (37 წიგნად), რომლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეპიკურეს მოძღვრების გასაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე მის წერილებს. ეპიკურეს კლასიფიკაციის მიხედვით ფილოსოფია სამ დარგად იყოფა: კანონიერად (ლოგიკა და შემეცნების თეორია), ფიზიკად და ეთიკად. ამათგან უპირველესი მნიშვნელობისაა ეთიკა, ხოლო კანონიკა და ფიზიკა მას ემსახურებიან. ფილოსოფიის მიზანი ადამიანის ბედნიერების გზის გარკვევაა. ვიდრე ადამიანი ღმერთების რწმენითაა შეზღუდული, იგი არ შეიძლება თავისუფალ და ბედნიერი იყოს. თავისუფლება ბედნიერების პირობაა, ეს კი მიიღწევა შემეცნებით, რადგან მხოლოდ შემეცნებით თავისუფლდება ადამიანი სიკვდილის შიშისა და ღმერთის რწმენისაგან.

ეპიკურე & დემოკრიტე

რედაქტირება

ეპიკურე თითქმის მთლიანად იზიარებს დემოკრიტეს ატომისტიკის საწყის პრინციპებს. არსებობენ ატომები და სიცარიელე. ატომები მოძრაობენ სიცარიელეში, დემოკრიტეს მიერ გამოკვლეული ატომების თვისებები ეპიკურემ არსებითად მიიღო და ატომთა განმასხვავებელ თვისებებს თავის მხრივ დაუმატა სიმძიმის თვისება. ე. ი. ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით წყობით, მდგომარეობით, სიდიდით და სიმძიმით.

ეპიკურემ გაითვალისწინა არისტოტელეს შენიშვნა დემოკრიტეს მიმართ სიცარიელის თვისების შესახებ და ატომები წარმოადგინა, როგორც სიცარიელეში მოძრავი ერთი სიჩქარითა და ერთი მომართულებით. ვერტიკალური ხაზით მოძრავი ატომები სიცარიელეში ერთმანეთს შეხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სწორი ხაზიდან გადახრა ეპიკურეს სამყაროს წარმოშობის ახსნა არ შეუძლია. თუ ატომის გადახრის მომენტი არ დაუშვა, რადგან სამყარო ატომთა კანონზომიერი შეერთების წესია. მეორე მხრივ, რადგან ეპიკურეს „ფიზიკა“ ემსახურება და გამომდინარეობს ეთიკიდან (პირველი ფილოსოფიიდან), ამიტომ თავისუფლების დაშვება ინდივიდის მოქმედების სახით, მოითხოვს ატომშივე დაიძებნოს ამისი საფუძველი, ე. ი. ატომს უნდა ახასიათებდეს თავისუფალ მოქმედების უნარი, აუცილებლობით მოქმედების პირობებში თავისთავადობის გამოვლენის, შემთხვევითი გადახრის თვისება.

ეპიკურე აგრძელებს დემოკრიტეს ატომისტიკას, მაგრამ ატომთა მექანიკას უმატებს თავისუფლების პრინციპს, მექანიკური აუცილებლობიდან შემთხვევით გადახრას უშვებს.

ეპიკურე თანამიმდევარი ატომისტია ფიზიკაშიც (ბუნების ახსნაში) და შემეცების თეორიაშიც. იგი შემეცნების სენსუალისტური (გრძობადი წარმოშისბის საფუძველზე) ახსნას იძლევა, მთელ შემეცნება შეგრძნებებიდან მოდის და ამა საფუძლველზე ყალიბდება ჭეშმარიტი ცოდა. შეგრძნებები არ ცდებიან, შეცდომა მსჯელობაში ხდება, რადგან შეგრძნებებში უშუალოდ მოცემულს ემატება სხვა რაღაც და ამ დამატების დროსაა შესაძლებელი შეცდომა. შეგრძნებებით შემოჭრილი ეიდოლები მაგრდება ჩვენს აზროვნებაში და როდესაც მისი კერძოობითი ნიშნები წაიშლება, რჩება აზრი ზოგადის შესახებ (ცნება).

ეპიკურე ზრუნავს ადამიანისათვის, როგორც ინდივიდისათვის, მისი თავისუფალი ნებისათვის, მისი ბედნიერებისა და სიამოვნებისათვის, იგი ჰედონიზმის მამამთავარია და ეძებს ბედნიერებისა და სიამოვნების ობიექტურს, გონივრულსა და ეთიკურ საფუძვლებს. ბედნიერების მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა ობიექტური აუცილებლობისაგან განთავისუფლება შემეცნების გზით. როდესაც ადამიანმა იცის წესრიგი, იგი მისი მონა აღარ არის. მეორე საშუალებაა გონიერება; ყოველი სიმაოვნება როდია ბედნიერების საფუძველი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც გონივრულად გამართლებულია. უმაღლესი ბედნიერება სიბრძნით მიიღწევა, რადგან ბრძენს შეუძლია სულის სიმშვიდის, ატარაქსიის (აუღელვებლობის) მიღწევა. ბედნიერება სიამოვნებისადმი გამოდევნებაში კი არ არის, არამედ ტანჯვისაგან განთავისუფლებაში, უსიამოვნების არიდებაშია. ვისაც სურს სიამოვნება იგემოს, იგი სამართიანობის მაძიებებლიც უნდა იყოს, ამიტომ უსიამოვნებისა და უსამართლობის თავიდან აცილებისათვის ადამიანები თანხმდებიან და ასე იქმენა საზოგადოება და სახელმწიფო. ეს თეორია შემდეგ „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ თეორიის სახელით გახდა ცნობილი.

ეპიკურეიზმი ფილოსოფიაში განვითარდა ატომისტური მატერიალიზმის ახალ საფეხურად.

თუმცა ეპიკურეს ღმერთების არსებობა არ უარყვია, მაგრამ მან ფაქტობრივად დააკნინა ღმერთების ცნება, როდესაც ღმერთებს მიაწერა სამყაროთაშორისო სივრცეში არსებობა, ყოველგვარი გონიერებისა, ნებისა და ძალის გარეშე. ასეთი ღმერთების შიშისაგან განთავისუფლებულ ადამიანს ეპიკურე უწინასწარმეტყველებდა ბედნიერ ცხოვრებას, რადგან მას ცოდნის მიხედვით უნდა ერწმუნა „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი ვერ მოვა, როდესაც აღარ ვიქნებით, სიკვდილი მაშინ მოვა“.[1] მარქსმა სადოქტორო დისერტაციაში „განსხვავება დემოკრიტეს ნატურფილოსოფიასა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“ ეპიკურეს ანტიკურობის რადიკალური განმანათლებელი უწოდა.[2]

ეპიკურეიზმი რომში განვითარდა ლუკრეციუს კარუსის მიერ. მისი მთავარი ფილოსოფიური ნაშრომი „საგანთა ბუნების შესახებ“ პოემადაა დაწერილი. ეპიკურეიზმი შუა საუკუნეებში ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს საგანს წარმოადგენდა; ქრისტიანობამ იგი ავხორცობასა და სხეულებრივი ტკბობის თეორიად გამოაცხადა და შეაჩვენა. ახალ დროში ეპიკურეიზმს დამცველი და განმანათლებელი გამოუჩნდა ფრანგი ფილოსოფოსის გასენდის სახით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში – რ. გორდეზიანი, გ. თევზაძე, მ. ნემსაძე, მ. ჭელიძე, თბილისი, 1993 წ.
  1. ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, რ. გორდეზიანი, გ. თევზაძე, მ. ნემსაძე, მ. ჭელიძე, თბილისი, 1993 წ. გვ. 90
  2. მაქსის სადისერტაციო ნამუშევარი „განსხვავება დემოკრიტეს ნატურფილოსოფიასა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“