ეპიგრაფი (ბერძ. ἐπιγρᾰφή, epigraphē — წარწერა) — ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანანი, რომელიც თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილებს აქვს წამძღვარებული. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე.

ეპიგრაფს ხშირად იყენებდა ილია ჭავჭავაძე. მაგ., „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ („კაცია-ადამიანი?!“) ან „რა ქნას კარგმა მონარდემა. დროზე შაში თუ არ მოვა“ („გლახის ნაამბობი“). ეპიგრაფი ახლავს მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელის“ ყველა თავს.

ლიტერატურა

რედაქტირება