ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეოზინი წარმოადგენს ზოგიერთი ფლუორესცენტული, მჟავა ნაერთის სახელს, რომლებიც უკავშირდებიან ფუძე ან ეოზინოფილურ ნაერთებს, როგორებიცაა ცილების ამინომჟავური ნაშთები და ღებავს მათ მუქ წითელად ან ვარდისფრად. ციტოპლაზმური ცილების გარდა, ეოზინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას კოლაგენისა და კუნთოვანი ბოჭკოს შესაღებად. სტრუქტურებს, რომლებიც იღებება ეოზინით, ეოზინოფილურს უწოდებენ. ჰისტოლოგიურ პრაქტიკაში, ყველაზე ხშირად გამოიყენება ეოზინ Y[1]

ეოზინ Y

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
ეოზინ B

ეოზინს სახელი ეწოდა მისი შემქმნელის, ჰაინრიხ კაროს ბავშვობის მეგობრის, ანა პეტერსის მეტსახელის გამო.[2]

ვარიანტები

რედაქტირება

სინამდვილეში არსებობს ორი მსგავსი ნაერთი, რომელთაც ეოზინს უწოდებენ. ჰისტოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ეოზინ Y[1] (ასევე ცნობილი როგორც ეოზინი Y ws, მოყვითალო ეოზინი, Acid Red 87 No.22), რომელისაც მოყვითალო შეფერილობა აქვს, და ეოზინი B (მოლურჯო ეოზინი, Acis Red 91, საფროზინი, ალისფერი ეოზინი, იმპერიული წითელი) რომელსაც მოლურჯო შეფერილობა აქვს. აღნიშნული ორი საღებავი ერთმანეთის ურთიერთშემცვლელია.

 
ეოზინის Y ხსნარით პრეპარატების შეღებვა

გამოყენება

რედაქტირება

გამოყენება ჰისტოლოგიაში

რედაქტირება

ეოზინი ხშირად გამოიყენება ჰემატოქსილინთან ერთად, H&E (ჰემატოქსილინ-ეოზინი) შეღებვისას. H&E შეღებვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ტექნიკაა ჰისტოლოგიაში. ჰემატოქსილინითა და ეოზინით შეღებვისას ციტოპლაზმა იღებება მოვარდისფროდ, ხოლო ბირთვები მუქ ლურჯ ან მეწამულად. ეოზინი ასევე ღებავს სისხლის წითელ უჯრედებს მუქ წითლად.

 
ვან გოგმა ნახატში - მდელო ზამბახებით არლის მახლობლად წითელი ეოზინის საღებავი გამოიყენა ზამბახების დასახატად. ზამბახები თავდაპირველად წითთელი შეფერილობის იყო, თუმცა ეოზინის მიდრეკილების გამო, ყვავილის ფურცლებმა მიიღეს მოლურჯო ელფერი .

შეღებვისთვის, ჩვეულებრივ გამოიყენება ეოზინი Y-ის 1-5 პროცენტიანი წყალხსნარი ან გახსნილი ეთანოლში[3]. წყალხსნარებში ობის ზრდის პრევენციისთვის, ზოგჯერ ამატებენ თიმოლს[4]. ძმარმჟავას მცირე კონცენტრაციის (0,5 %) დამატებით იზრდება ქსოვილის ღებვადობის ინტენსივობა.

საღებავი წარმოადგენს IARC მე-3 კლასის კანცეროგენს.

სხვა გამოყენება

რედაქტირება

ეოზინი ასევე გამოიყენება წითელი მელნის დასამზადებლად; თუმცა, განსაკუთრებით ეოზინ Y-ის მოლეკულინდან ბრომის ატომის გამოთავისუფლების გამო, საღებავი მიდრეკილია დეგრადაციისკენ და დროთა განმავლობაში იღებს მუქ ყავისფერ ელფერს[5].ეოზინის საღებავის მომხმარებელი იყო პოსტიმპრესიონისტი მხატვარი ვან გოგი.

  1. 1.0 1.1 Lillie, Ralph Dougall (1977) H. J. Conn's Biological stains, 9th, Baltimore: Williams & Wilkins, გვ. 692p. 
  2. Travis, Anthony S (1998). "Ambitious and Glory Hunting . . . Impractical and Fantastic": Heinrich Caro at BASF“. Technology and Culture. 39 (1): 105–115. doi:10.2307/3107005. JSTOR 3107005.
  3. Haematoxylin Eosin (H&E) staining (11 April 2010). ციტირების თარიღი: 22 April 2018
  4. Hitokoto H, Morozumi S, Wauke T, Sakai S, Kurata H (1980). „Inhibitory effects of spices on growth and toxin production of toxigenic fungi“. Appl. Environ. Microbiol. 39 (4): 818–22. doi:10.1128/AEM.39.4.818-822.1980. PMC 291425. PMID 6769391.
  5. Van Gogh's Fading Colors Inspire Scientific Inquiry.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეოზინი“-დან