ენ ელიზაბეტ პაკერი (დ. 8 მარტი, 1942) — ინგლისელი ყოფილი სპრინტერი, ველოსიპედისტი და სიგრძეზე მხტომელი. 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან ოქროს მედალი მოიპოვა 800 მეტრზე და ვერცხლი 400 მეტრზე დისტანციებში.[1]

ენ პაკერი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1942(1942-03-08) (82 წლის)
დაბ. ადგილი Moulsford
სიმაღლე 169
წონა 57
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

1959 წელს პაკერმა მოიგო ინგლისური სკოლების შეჯიბრი 100 იარდზე. მომავალ წელს მან საერთაშორისოდ იასპარეზა სიგრძეზე ხტომაში. იგი სწავლობდა დიდკოტის გოგონების გრამატიკის სკოლაში (ახლანდელი დიდკოტის გოგონათა სკოლა).

1962 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე და 80 მეტრზე დაბრკოლებით რბენაში თანამეგობრობის თამაშებზე ფინალებამდე მიაღწია; ის ასევე იყო 4 × 100 მ ესტაფეტის გუნდის წევრი, რომელმაც ამ შეჯიბრებებზე ორი მედალი მოიპოვა.[2] 1963 წელს იგი ფოკუსირდა 400 მეტრზე და უკვე მეოთხე 400 მ შეჯიბრზე მსოფლიო დონის დრო, 53,6 წამი დააფიქსირა.[1]

როდესაც იგი აირჩიეს 1964 წლის ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდში, პაკერი მუშაობდა ფიზკულტურის მასწავლებლად კუმბის ოლქის გოგონების სკოლაში, ნიუ მალდენში, სურეში. ოლიმპიადაზე ის იზიარებდა ოთახს სიგრძეზე მხტომელ ოქროს მედალოსან მერი რენდთან. პაკერი იმედოვნებდა, რომ მოიგებდა 400 მეტრ დისტანციაზე, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა. იგი დაამარცხა ავსტრალიელმა ბეტი კატბერტმა, მიუხედავად იმისა, რომ ენიმ ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა 52.20 წამით. იმედგაცრუებულმა პაკერმა გადაწყვიტა 800 მეტრზე გარბენის გამოტოვება და საყიდლებზე წასვლა, თუმცა იგი თავისმა საქმრომ, რობი ბრაიტველმა გადაარწმუნა. ოლიმპიადამდე პაკერს მხოლოდ ხუთი შიდა გარბენი ჰქონდა 800 მეტრზე;[1] მან აიღო უფრო გრძელ მანძილზე სირბილი, თავისი გამძლეობის გასაუმჯობესებლად და ბოლო წუთს მოიპოვა მესამე ადგილი ბრიტანეთის გუნდში.[2]

შესარჩევ ეტაპსა და ნახევარფინალში პაკერმა მეხუთე და მესამე ადგილი დაიკავა, შესაბამისად 2:12.6 და 2:06.0 დროებით. იგი დაამარცხა ფრანგმა მორბენალმა მერივონ დიპურემ, რომელმაც დააფიქსირა 2:04.5 და 2:04.1. ამგვარად, მას რვა კონკურსანტიდან მეორე ყველაზე ნელი საკვალიფიკაციო დრო ჰქონდა და მანამდე მხოლოდ შვიდჯერ იასპარეზა ამ დისტანციაზე. პაკერი მეექვსე იყო 400 მეტრზე, დიპურეს უკან. მან დაიწყო სპრინტი ფინიშამდე დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით, ავიდა მესამე ადგილზე და შემდეგ გალიდერდა. მან გამოიყენა თავისი სპრინტის სიჩქარე ოქროს მოსაპოვებლად და მსოფლიო რეკორდი მოხსნა (2:01,1 წუთით).[3] თავის გამარჯვებაზე კომენტირებისას, პაკერმა თქვა: „საშუალო დისტანციაზე სირბილი ქალებისთვის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და 800 მეტრი რომში მხოლოდ ოთხი წლით ადრე შემოვიდა. მე არაფერი ვიცოდი ამ ღონისძიების შესახებ, მაგრამ ასეთმა გულუბრყვილობამ ალბათ ჩემს სასარგებლოდ იმუშავა; ეს იმას ნიშნავდა, რომ მე არ მქონდა შეზღუდვები ჩემს თავში იმის თაობაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა ან რა შემეძლო.“[2] პაკერის პერფორმანსი წარმოდგენილია ტოკიოს ოლიმპიადაში, თამაშების ოფიციალურ დოკუმენტურ ფილმში, რომლის რეჟისორია კონ იჩიკავა.

ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, მან პენსიაზე წასვლის შესახებ განაცხადა 22 წლის ასაკში. მას ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე მძლეოსნობის კარიერა ჰქონდა ოლიმპიური ოქროს მედალოსანთა შორის. ორმოცი წელი გავიდა, სანამ კიდევ ერთი ბრიტანელი ქალი, კელი ჰოლმსი, მოიგებდა 800 მეტრზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი კაცები წარმატებულები იყვნენ ამ დისტანციაზე.

მოგვიანებით, იმავე თამაშებში, რობი ბრაიტველმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 4 × 400 მ ესტაფეტაში. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ და შეეძინათ სამი ვაჟი: გარი, 400 მეტრზე მორბენალი დედამისის მსგავსად, და იანი და დევიდი, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები. ის და ბრაიტველი 1965 წლის საახალწლო დაჯილდოებაში მძლეოსნობაში მიღწეული წარმატებისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრებად დაასახელეს. 2011 წელს ბრაიტველმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მათი კარიერა.[4] პაკერი ახლა ცხოვრობს ჩეშირში, კონგლტონში.

2009 წელს პაკერი შეიყვანეს ინგლისის მძლეოსნობის დიდების დარბაზში.[5] ენს წვრთნიდა დენის უოტსი და იყო რედინგის ათლეტური კლუბის წევრი, როდესაც იგი აირჩიეს ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდში.

1966 წელს პაკერი გამოჩნდა BBC TV-ს ისტორიის ექსპერიმენტულ გადაცემაში Chronicle, რომელშიც იკვლევნდენ, თუ რა მანძილზე შეეძლოთ ბატებს დღეში სიარული. ენი აირჩიეს, რადგან რაც არ უნდა შორს წასულიყვნენ ბატები, ის საბოლოოდ მაინც იპოვიდა მათ.[6]

1964 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პაკერის ოქროს მედალი 800 მეტრზე დრამატულად არის აღბეჭდილი დოკუმენტურ ფილმში ტოკიოს ოლიმპიადა (1965). მისი რეჟისორი არის კონ იჩიკავა. გარბენი (და პაკერი, რომელიც მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ზეიმობს გამარჯვების შემდეგ) სრულად არის ნაჩვენები ფილმის 59:30 წუთიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Ann Packer. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 2023-03-12Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill; et al. . Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. Archived from the original on 17 April 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 Sachin Nakrani. (4 May 2012) 50 stunning Olympic moments No 27: Ann Packer wins 800m in 1964. The Guardian.
  3. Ann Packer. The Times.
  4. Congleton Chronicle website: https://www.exacteditions.com/read/congleton/25-august-2011-9329/5/3/
  5. British Athletics official website: British Athletics Official WebsiteAnn Packer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 June 2014. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
  6. Chronicle. Bbc.co.uk. Retrieved on 2015-06-22.