ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენ-მერი როუზ ნიკოლსონი (ინგლ. Anne-Marie Rose Nicholson; დ. 7 აპრილი, 1991)[1] ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორია. მან რამდენიმე სიმღერით დაიკავა ტოპეული დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში, მათ შორისაა Clean Bandit-ის „Rockabye“, რომელშიც ენ-მერისთან ერთად მონაწილეობას იღებდა შონ პოლი, ამ სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში, ასევე ამ სიაში შევიდა სიმღერა „Alarm“, „Ciao Adios“, „Friends“ და „2002“.[2] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Speak Your Mind“ გამოვიდა 2018 წლის 27 აპრილს და გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.[3] იგი იყო ნომინირებული ოთხ პრემიაზე (2019 Brit Awards), მათ შორის როგორც საუკეთესო ბრიტანელი ქალი სოლო შემსრულებელი. 2015 წელს მან ხელი მოაწერა სარეკორდო გარიგებას Asylum Records-თან (Atlantic Records- ის ქვე-ლეიბლი) და 2018 წლამდე, იგი უშვებდა სიმღერებს ლეიბლის მეშვეობით. 2018 წლის ბოლოს ენ-მერიმ ატლანტიკი დატოვა და სარეკორდო გარიგება გააფორმა Warner Bros. Records- თან და ასევე Atlantic Records-ის მფლობელთან. 2021 წლიდან ის არის ბრიტანეთის ხმის მეათე სეზონის ჟიურის წევრი.

ენ-მერი

ენ-მერი სცენაზე, 2017 წ.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ენ-მერი როუზ ნიკოლსონი
დაბ. თარიღი 7 აპრილი, 1991 (1991-04-07) (33 წლის)
დაბ. ადგილი ესექსი, ინგლისი
წარმოშობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2013–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი iamannemarie.com
ენ-მერი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ენ-მერი დაიბადა და გაიზარდა აღმოსავლეთ ტილბურში, ესექსში.[4] მისი მამა დაიბადა აღმოსავლეთ ლონდონში, ხოლო დედა კი ესექსში.[5] მას ჰყავს ერთი და, სამანტა.[6] ის ბავშვობაში გამოჩნდა ვესტ-ენდის ორ მუსიკალურ სპექტაკლში, ერთ-ერთი სპეკტაკლის სახელწოდებაა — „განდევნილი“ რომელშიც მან 6 წლის ასაკში ითამაშა.[7] მეორე სპექტაკლის სახელწოდებაა „ისმინეთ ქარი“, სადაც მან ჯესი ჯეისთან ერთად ითამაშა თორმეტი წლის ასაკში.[8]

ენ-მერი არის შავი ქამრის მფლობელი შოტოკან კარატეში, მან ცხრა წლის ასაკში დაიწყო კარატეს გაკვეთილების გავლა.[9] მას აქვს მოგებული ორმაგი ოქრო 2002 წელს, ფუნაკოშ შოტოკენ კარატის ასოციაციის მსოფლიო ჩემპიონატში. მან მოიგო ოქრო და ვერცხლის ჯილდო იმავე სახელწოდების ჩემპიონატში 2007 წელს და ასევე მოიგო კიდევ ერთი ოქროს ჯილდო გაერთიანებული სამეფოს ტრადიციული კარატეს ფედერაციის ეროვნულ ჩემპიონატში.[10][11] ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი „დისციპლინით და ყურადღებით ისწავლა — ძირითადად ყველაფერი რაც საჭიროა ამ კარიერისთვის“,[12]მაგრამ მას დღევანდელი პროფესიის გამო, არ აქვს საკმარისი დრო, რომ ხშირად ივარჯიშოს.[9] იგი მოზარდობაში დადიოდა პალმერის კოლეჯში, ტუროკში.

2013–2015: კარიერის დასაწყისი და კარატე

რედაქტირება

ენ-მერიმ 2013 წელს Rocket Records-ის სოლო დემო გამოუშვა, სახელწოდებით „Summer Girl“.[8] მან თავისი სოლო კარიერა შეზღუდა იმისთვის, რომ განვითარებულიყო, როგორც არტისტი;[13] გარკვეული დროის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო Magnetic Man, Gorgon City და Raized by Wolves-ის, ტრეკების ჩაწერაში, რის შემდეგაც მან მიიპყრო ელექტრონული ჯგუფ Rudimental-ის[8] ყურადღება; როდესაც მათმა ვოკალისტმა დატოვა ჯგუფი, მათ შესთავაზეს ენ-მერის, რომ ჩაენაცვლებინა მათი ყოფილი ვოკალისტი.[12] მან მონაწილეობა მიიღო ოთხ სიმღერაში, ალბომში „We Generation“[7] სადაც მონაწილეობას იღებდნენ ასევე დიზი რასკალი და უილ ჰერდი;[8] the latter, „Rumour Mill“,[14] მოგვიანებით გამოიცა ალბომი „Rumour Mill“, რომელმაც დაიკავა 67-ე ადგილი ბრიტანეთის სინგლ ჩარტებში.[15] მან ორი წელი გაატარა მათთან ერთად მსოფლიო ტურზე.[13] 2015 წლის 10 ივნისს, ენ-მერიმ გამოსცა თავისი დებიუტი EP „Karate“, რომელიც გამოვიდა ახალ ლეიბლში სახელწოდებით Major Tom’s-ში; ამ ლეიბლში „Karate“-ს გარდა ასევე გამოიცა „Gemini“, საბოლოოდ ორი სინგლი გამოიცა. ამ ორი სინგლის გამოცემის შემდეგ ენ-მერი პირველად ასრულებს როგორც სოლო არტისტი, ცოცხალ სცენაზე.[8] იმავე წლის ნოემბერში მან გამოუშვა ალბომი „Do It Right“, რომელიც ბრიტანულ სინგლ ჩარტებში 90-ე ადგილზე აღმოჩნდა.[15] თავდაპირველად იგი აპირებდა საკუთარ სადებიუტო სრულმეტრაჟიან ალბომში გამოჩენას,[8] რომელსაც იმ დროისთვის ერქვა: „სუნთქვის ცეცხლი“.[16]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ენ-მერი fr. DelitMusic (3 დეკემბერი 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2021.
  2. 100 მილიონი ჩართვა Spotify-ზე. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი 2016
  3. ენ-მერი (ივნისი 2020). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2018 Primary source inline
  4. დოდსი, ემა. (3 მარტი 2020) ენ-მერი: ყველაფერი რაც უნდა იცოდე "მარტოსულ" მომღერალზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-14. ციტირების თარიღი: 9 მარტი 2020
  5. ნიკოლსონ, რებეკა. (19 აპრილი 2020) ენ-მერი: 'უბრალოდ მინდა ხალხი გავაღიმო'. The Guardian. ციტატა: „"...იგი გაოცებულია იმაზე, რომ ვიკიპედიაში წერია, რომ მისი მამა ირლანდიელია (ის ლონდონის აღმოსავლეთიდან არის)..."“ ციტირების თარიღი: 24 მაისი 2020
  6. ენ-მერი. (28 თებერვალი 2018) ეს ჩემი დაა და მე ის ცხოვრებაზე მეტად მიყვარს. @Sambonic.
  7. 7.0 7.1 ენ-მერი. MTV UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 სპრეიერი, საიმონ. ენ-მერის ბიოგრაფია. AllMusic. ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016
  9. 9.0 9.1 მორან, ჯონათონ. (9 მაისი 2016) ვის ხვდება ენ-მერი? ვარსკვლავი საიდუმლოს არ ამჟღავნებს. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი 2020
  10. Instructors. Tokon Kai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 8 November 2016
  11. McIntosh, Steven (2 July 2017). „Anne-Marie: Pop star and karate champion“. BBC News. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
  12. 12.0 12.1 McGregor, Nesta. (2 February 2016) Rudimental singer Anne-Marie brands herself 'singer and ninja. BBC. ციტირების თარიღი: 27 February 2020
  13. 13.0 13.1 Cragg, Michael. (7 June 2015) Spotlight on... Anne-Marie. The Guardian. ციტირების თარიღი: 27 February 2020
  14. Rudimental Feat. Anne-Marie & Will Heard – 'Rumour Mill' – Rudimental. Capital FM. ციტირების თარიღი: 26 July 2016
  15. 15.0 15.1 Peak chart positions for singles in the United Kingdom:
    • All except „Rockabye“: Anne-Marie (select "Singles" tab). Official Charts Company. ციტირების თარიღი: 14 August 2017
    • „Rockabye“: Clean Bandit (select "Singles" tab). Official Charts Company. ციტირების თარიღი: 14 August 2017
  16. Campbell, Brian. (19 February 2016) Singer Anne-Marie puts Rudimental behind her as her solo career looks set to soar. Irish News. ციტირების თარიღი: 27 February 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენ-მერი“-დან