ენტომოფილია (ბერძ. entomon — მწერი და phileo — მიყვარს) — მცენარის ჯვარედინი დამტვერვა, რომლის დროსაც ყვავილის მტვერი ბუტკოს დინგზე მწერებს გადააქვთ. ენტომოფილური მცენარეების მტვერის მარცვალი დიდი ზომისაა, ზედაპირი წებოვანია და ადვილად ეკვრის მწერის სხეულს. ყვავილი კაშკაშაა, ძლიერი სუნი და კარგად განვითარებული სანექტრეები აქვს. ზოგი მცენარე მხოლოდ გარკვეული სახეობის მწერებით იმტვერება. ენტომოფილებს განეკუთვნება ყვავილოვან მცენარეთა უმრავლესობა.

ლიტერატურა

რედაქტირება