ენტებე
ენტებე (ინგლ. Entebbe) — ქალაქი ცენტრალურ უგანდაში. მდებარეობს ტბა ვიქტორიის ნახევარკუნძულზე, დაახლოებით 37 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით უგანდის დედაქალაქ კამპალიდან. ქალაქში ერთ დროს, 1962 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, უგანდის პროტექტორატის მთავრობა იყო განთავსებული. ენტებეში მდებარეობს ენტებეს საერთაშორისო აეროპორტი, უგანდის უმსხვილესი კომერციული და სამხედრო აეროპორტი. ენტებეში მდებარეობს უგანდის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და ოფისი.
ქალაქი | |
---|---|
ენტებე ინგლ. Entebbe | |
ქვეყანა | უგანდა |
რეგიონი | ცენტრალური რეგიონი |
ოლქი | ვაკისოს ოლქი |
კოორდინატები | 0°03′00″ ჩ. გ. 32°27′00″ ა. გ. / 0.05000° ჩ. გ. 32.45000° ა. გ. |
ფართობი | 56,2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 69 958 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 1244,80 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 041 |
2002 წლის მოსახლეობის აღწერით ენტებეს მოსახელობა დაახლოებით 55 100 ადამიანს შეადგენდა. 2010 წელს უგანდის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით ქალაქის მოსახლეობამ 76 500 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2014 წლის 27 აგვისტოს ეროვნული მოსახლეობის აღწერით ენტებეს მოსახლეობამ 69 958 ადამიანი შეადგინა.[1]
ისტორია
რედაქტირება"ენტებე" ადგილობრივ ლუგანდას ენაზე ნიშნავს "სკამს". ამ ადგილას განდას ტომის მეთაური მართლმსაჯულების საკითხებს განიხილავდა, რის გამოც დაერქვა სავარაუდოდ ეს სახელი. თავდაპირველად ის დიდი ბრიტანეთის კოლონიური ადმინისტრაციისა და კომერციული ცენტრი გახდა 1893 წელს, როდესაც აქ სერ ჯერალდ პორტალი დასახლდა. პორტ ბელი მალევე კამპალას ნავსადგომი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქ გემების მიმოსვლა არ ხდება, დღემდე შემორჩენილია ნავმისადგომი, რომელსაც საბორნედ იყენებენ. ენტებეს საერთაშორისო აეროპორტი 1929 წელს გაიხსნა. სწორედ ამ აეროპორტიდან დატოვა აფრიკა დედოფალმა ელისაბედ II-მ ინგლისში დასაბრუნებლად, როდესაც მამამისის გარდაცვალების ამბავი შეიტყო და დედოფალი გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ UBOS, .. (27 აგვისტო, 2014) The უგანდის რესპუბლიკის რეგიონების და ქალაქების მოსახლეობა. Citypopulation.de ციტირება უგანდის სტატისტიკის ბიურო (UBOS). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2015.