ენსეტის ხალხი
ენსეტი — ადგილობრივი ხალხი, რომელიც სახლობს გრან-ჩაკოს რეგიონში, დასავლეთ პარაგვაიში. მათი რაოდენობა დაახლოებით 17 000-ია. თავდაპირველად ისინი მონადირეობა-შემგროვებლობას მისდევდნენ, დღეს კი მრავალი მათგანი საარსებო წყაროს იმ რანჩოებში მუშებად მუშაობით ეძებს, რომლებიც ტყეში, მათ ბუნებრივად აგებულ საცხოვრებლების გარშემო მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ენსეტები დღემდე დაუსრულებელ კონფლიქტში არიან მთავრობასა და რანჩოების მფლობელებთან, რომლებსაც დასახლებების გასაშენებლად ტყის გაჩეხვა სურთ. ამჟამად, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ენსეტებს აქვთ შენარჩუნებული თავიანთ ტრადიციული ცხოვრების წესი, მაშინ, როდესაც მათი უმრაველსობა მისიონერული ორგანიზაციების მიერ დასპონსორებულ პატარა დასახლებებში ცხოვრობს. დღემდე ცოცხალია ენესტური ენაც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Enxet - Survival International
- Enxet | IndigenousNews.org დაარქივებული 2012-03-29 საიტზე Wayback Machine.