ენრიკო გაბიძაშვილი

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი

ენრიკო გაბიძაშვილი (დ. 30 იანვარი, 1931, თბილისი — გ. 18 დეკემბერი, 2021) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი.

ენრიკო გაბიძაშვილი
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1931(1931-01-30)
დაბ. ადგილი თბილისი, ასფსრ
გარდ. თარიღი 18 დეკემბერი, 2021(2021-12-18) (90 წლის)
მოქალაქეობა  საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1960 წლიდან მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ყოფ. ხელნაწერთა ინსტიტუტში): 1960–1970 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970–1986 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986-1996 წლებში გახდა წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 1996–2001 წლებში იყო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერული ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, 2002–2005 წლებში გახდა მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, 2006–2009 წლებში — მეცნიერ-კონსულტანტი, 2010–2015 წლებში იყო მთავარი სპეციალისტი, 2015–2021 წლებში იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი.

მიღებული აქვს საქართველოს ეკლესიის პატრიარქის ილია II-ის მადლობის სიგელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. კორნელი კეკელიძის მედლით ხელნაწერის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებულებით.

სადისერტაციო თემა იყო „არსენ იყალთოელის როლი XI-XII საუკუნეებში ქართული ფილოლოგიური აზრის განვითარებაში“, რომელიც დაიცვა 1980 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება