ენოთერა
ენოთერა (ლათ. Oenothera biennis) — ორწლოვან ბალახოვანი მცენარეთა გვარი ონაგრასებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი ღერო (1 მ-მდე), სწორი, დაუტოტავი, მორიგეობით განლაგებული ფოთლებით, ფესვთანური გრძელყუნწიანი და როზეტად შეკრულია, ღეროს ბოლოზე აქვს დიდი, მტევნისებრი ყვავილები, რომლებიც საღამოს იშლება.
ენოთერა | |||||
---|---|---|---|---|---|
Oenothera bienis | |||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
Oenothera bienis | |||||
იმტვერება ღამის ჩრჩილით, ზოგი სახეობა თვითმტვერიაა. XVII საუკუნის დასაწყისში ენოთერა ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოიტანეს ევროპაში, იქიდან — საქართველოში. გავრცელებულია აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, მინდვრებში, მდინარეთა ნაპირებზე, გზის პირებზე. მისი ერთწლიანი ფესვები ვარგისია საჭმელად. თესლი შეიცავს იოდიან ზეთს, რომელსაც სელისა და კანაფის ზეთს უმატებენ და იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე ტექნიკური მიზნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.