ენისელის პირველი ეკლესია
ენისელის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (4,45x3,75მ).ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: აყრილია სახურავის საფარი, ჩამოშლილია ლავგარდანი და აქა-იქ კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. აღმოსვლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზის გრძივ კედლებს მხრების გარეშე უერთდება. აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი, სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის ორივე ბოლოში თითო სწორკუთხა ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 401.