ენისელის კოპალეს ეკლესია

ენისელის კოპალეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის დასავლეთით 4კმ-ზე. ახმეტა-ყვარლის გზატკეცილის მარცხენა მხარეს, გზიდან 0,4 კმ-ზე. დანგრეულია. ადგილობრივთა გადმოცემით იგი 1959 წელს აუფეთქებიათ. შემორჩენილია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილები და საკურთხევლის აფსიდის ჩრდილოეთ კიდე (სიმაღლე დახლ. — 1,4 მ) ეკლესიის მიახლოებითი ზომებია: 8,6X6 მ-ზე, კედლების სისქე — 0,9 მ. შენობა ნაგები იყო ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები გასწორებული ყოფილა ბათქაშით.

ლიტერატურა

რედაქტირება