ენისელის ზაქარდედა

ენისელის ზაქარდედა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,5x4,95 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: აყრილია საბურავი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან-სწორკუთხაა. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა, რომლის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ასეთივე სარკმელი შესასვლელის ზემოთაცაა. აფსიდის ორივე გვერდში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. თითო მსგავსი ნიშა დარბაზის გრძივ კედლებშიცაა. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული უსწორმასწორო კამარით. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი გვერდებზე და ზემოთ მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა.

ლიტერატურა რედაქტირება