ენვერ ასკეროვი
ენვარ ასკერ-ოღლუ ასკეროვი (აზერ. Ənvər Əsgər oğlu Əsgərov; მაისი 1940, ქაბალა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — 2014) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი-ფერმწერი.[1][2]
ენვერ ასკეროვი | |
---|---|
სრული სახელი | ასკეროვი ენვერ აკერ ოღლი |
დაიბადა | 1 მაისი, 1940 |
დაბადების ადგილი | ქაბალა, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაიცვალა | დეკემბერი 2014 |
ეროვნება | აზერბაიჯანი |
სფერო | მხატვარი-ფერმწერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაენვერ ასკეროვი დაიბადა 1940 წლის 1 მაისს ქალაქ ქაბალაში. 1963 წელს დაამთავრა ა. აზიმზადეს სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი ბაქოში. 1968 წელს ვ. მუხინის სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხატვრო-საწარმოო სასწავლებლის მეტალის მხატვრული დამუშავების ფაკულტეტი დაამთავრა. 1966-67 წლებში მუშაობდა სპეციალურ სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს მრეწველობისა და ყოფითი დიზაინის განყოფილებაში. 1968 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა გამოფენაში. 1969 წელს ნამუშევრისთვის „მილები“ ქალაქ მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გამოფენაზე მესამე პრემიის მფლობელი გახდა. 1972 წელს მოიპოვა მესამე პრემია ნახატისათვის „აპშერონის ორგანო“ საკავშირო გამოფენაზე „დედამიწა და ადამიანები“. 1985 წელს ენვარ ასკაროვის ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ნამუშევარი ჩართული იქნა მოსკოვში ჩატარებულ საკავშირო გამოფენის ექსპოზიციაში. 1994 წელს ენვერ ასკეროვი გახდა აზერბაიჯანის სამხატვრო საბჭოს მიერ დაარსებული სოლტანა მუხამედის სახელობის პრემიის მფლობელი,.
1985 წელს ენვარ ასკეროვი იყო საერთაშორისო გამოფენების მონაწილე. 1985 წელს მონაწილეობა მიიღო ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო გამოფენაში, 1994 წელს — სტამბულში (თურქეთი) შავი ზღვისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო სიმპოზიუმში. ენვერ ასკეროვი 1998 წელს ვაშინგტონში The World Bank-ის მიერ ორგანიზებულ „აზერბაიჯანის თანამდეროვე მხატვრების“ გამოფენაზე გამოიფინებოდა. 2009 წელს ენვერ ასკეროვის ნახატები მონაწილეობას ღებულობდნენ აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე BAKUNLIMITED ბაზელში (შვეიცარია). 2012 წელს ენვერ ასკეროვის ორი ნახატი იყო ჩართული FLY TO BAKU-ს გამოფენაზე, 17-დან 29 იანვრამდე ლონდონში ჩატარებული აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციაში. ამას გარდა, ორგანიზებული იყო მხატვრის სამი პერსონალური გამოფენა — 1995, 2003 და 2010 წლებში ბაქოში.[3] საკუთარ შემოქმედებაში მხატვარმა გაიარა სხვადასხვა ეტაპები — რეალიზმიდან ოპ-არტამდე. ენვარ ასკეროვის ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის ფონდში. აზერაიჯანის რ. მუსტაფაევის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აზერბაიჯანის სამხატვრო ფონდში, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროში, რუსეთის მხატვართა კავშირში, რუსეთის კულტურის სამინისტროში, რუსეთის სამხატვრო ფონდში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ასევე აზერბაიჯანის და უცხოეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.[2]
ენვარ ასკეროვი გარდაიცვალა 2014 წელს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 В Баку открывается выставка художника, влюбленного в Абшерон. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-05. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
- ↑ 2.0 2.1 Юбилейный вечер Энвера Аскерова
- ↑ Персональная выставка Энвера Аскерова в Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-19. ციტირების თარიღი: 2021-01-17.