ემირ ჰაჯიევი
ემირ საჰლიალი-ოღლუ ჰაჯიევი (აზერ. Hacıyev Əmir Səhliəli oğlu) — აზერბაიჯანელი მხატვარი.
ემირ ჰაჯიევი | |
---|---|
დაიბადა | 5 (17) მაისი, 1899 |
დაბადების ადგილი | შუშა |
გარდაიცვალა | 21 აგვისტო, 1972 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
მომზადება | აზერბაიჯანის უმაღლესი სახელმწიფო სამხატვრო სკოლა (ბაქო) |
ჟანრი | გრაფიკა და ილუსტრაცია |
ჯილდოები | აზერბაიჯანის სსრ-ს დამსახურებული მოღვაწე (1943) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაემირ ჰაჯიევი დაიბადა 1899 წლის 5 მაისს[1] (სხვა მონაცემებით 1897 წელს)[2] ქალაქ შუშაში[1]. საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1918 წელს, როდესაც შუშაში მუშაობდა პლაკატებისა და პორტრეტების სფეროში. ის აგრეთვე მონაწილეობდა „შუშკავროსტაში“ და სემინარიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.[2]
1923 წლიდან აზერბაიჯანის უმაღლეს სახელმწიფო მხატვრულ სკოლაში ღებულობს განათლებას. 20-იანი წლების მეორე ნახევარში ემირ ჰაჯიევი მონაწილეობს ისეთი ჟურნალების ილუსტრირებაში, როგორიცაა „შერგ გადინი“, „ჰემკარლარ იტიფაგი“ და ქმნის პლაკატებს კოოპერაციის თემაზე და ა. შ. პარალელურად ჰაჯიევი აგრძელებდა სწავლებას ბაქოს დაწყებით სკოლებში.[2] ჰაჯიევის მოწაფეებს შორის იყო ქაზიმ ქაზიმ-ზადე, რომლის როგორც მხატვრის თვითდამკვიდრებაში ემირ ჰაჯიევმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.[3] ამ პერიოდიდან ჰაჯიევი კავდება წიგნების გაფორმებით. წიგნის ყდებს შორის, რომელთა ავტორიც იყო ჰაჯიევი, არის მეხტი გუსეინის „ხავერი“ (1930) , მირზა იბრაგიმოვის „გიგანტების ქვეყანა“ (1932) , ფიზულის „ლეილი და მეჯნუნი“[2] (1953), ჯალილა მამედკულიზადეს „საფოსტო ყუთი“ (1960).[1] ხელოვნებათმცოდნის ნატალი მიკლაშევსკის სიტყვებით, ჰაჯიევის გრაფიკას მისი შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისში ახასიათებს „სილუეტურობა და სქემატურობა ადამიანის ფიგურისა და ნივთების გამოსახულებაში“, ასევე აბსტრაქტული ფერი.[2]
ჰაჯიევის საუკეთესო ილუსტრაციებად ითვლება ილუსტრაცია სულეიმან სანი ახუნდოვის „ჩერნუშკასთვის“ (1924), ა. აბულჰასანის „ზესვილსთვის“ (1931), იუსუფ ვეზირ ჩემენზემინლის „ქალწულთა წყაროსთვის“ (1934), მირზა ფატალი ახუნდოვის „მოლა იბრაგიმ-ხალილ, ალქიმიკოსისთვის“ (1938), ნიაზამი გიანჯევის „შვიდი ლამაზმანისთვის“ (1941), ფიზულის „ლეილა და მეჯნუნისთვის“ (1953).[1]
დიდი მსოფლიო ომის წლებში (1941—1945 წწ.) ჰაჯიევი ქმნიდა აგიტაციურ პლაკატებს. ასევე ემირ ჰაჯიევის ავტორობას ეკუთვნის მთელი რიგი მინიატურული სერიები („აზერბაიჯანი“, 1961; „შუშა“, „შამახი“, „ბაქო“, 1964) და ესკიზები ორნამენტული და სიუჟეტური ხალიჩებისთვის.[1] 1943 წელს ჰაჯიევს მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1945 წლიდან — იყო კომუნისტური პარტიის წევრი.[1]
მხატვარი გარდაიცვალა ბაქოში 1972 წლის 21 აგვისტოში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Һаҹыјев / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия, т. X — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987.
- Миклашевская Н. М. Искусство в годы Великой Отечественной войны (1941—1945) // Искусство Азербайджана. т. IV. — 1954.