ემინ ვიდადი ოღლუ აჰმედოვი (დ. 6 ოქტომბერი, 1986, ბაქო, აზერბაიჯანი[1]) — აზერბაიჯანელი მოჭიდავე. ჭიდაობს ბერძნულ-რომაულ სახეობაში. ემინ აჰმედოვმა მოიგო ბრინჯაოს მედალი XXX ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში, დიდ ბრიტანეთში 2012 წელს. იმავე წელს მიენიჭა მედალი „პროგრესი“.[2] ემინ აჰმედოვს აზერბაიჯანის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ექვსი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ემინ აჰმედოვი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი, 1986(1986-10-06) (38 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
სიმაღლე 170
ქვეყანა აზერბაიჯანი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ემინ აჰმადოვი დაიბადა 1986 წლის 6 ოქტომბერს, ბაქოში, ქარხნის მუშა ვიდადი აჰმედოვისა და დიასახლისის მინაია აჰმედოვას ოჯახში.[1] 1997 წელს აჰმედოვი 11 წლის იყო, მაშინ როდესაც ბიძამისმა ჭიდაობის კლუბ „ხაზარში“ მიიყვანა.[1] მისი პირადი მწვრთნელია რაშად რაშიდოვი.[1]

ემინ აჰმადოვი 2004-2006 წლებში მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში, იარდიმლის რაიონში.

ემინ აჰმედოვის დებიუტი პროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ტურნირზე შედგა 15 წლის ასაკში.[3] მან უკრაინაში, ოდესაში, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე 15 მოჭიდავეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.[3] მოგვიანებით ემინ აჰმადოვი მწვრთნელებისგან უნდობლობის გამო კარგა ხანს ვერ მიაღწია წარმატებას მაღალ დონეზე. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო ის რომ მის წონაში იყო 2004 წლის ათნის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ფარიდ მანსუროვი.

7 წლის შემდეგ, 2009 წელს, ემინ აჰმედოვმა აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად იასპარეზა ირანში გამართულ „იადიგარ იმამის თასზე“.[4][5] ტურნირის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ემინ აჰმედოვმა, რომელმაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.[4][6] ემინ აჰმადოვმა მონაწილეობა მიიღო გრან-პრის საერთაშორისო ტურნირში ტაშკენტში, უზბეკეთი და ფინალში მარცხის შედეგად ვერცხლის მედალი მოიპოვა.[7][8][9][10][11]

წლის ბოლოს მოიგო „აზერბაიჯანის თასი“ 66 კგ წონით კატეგორიაში.[12] 2010 წელს ემინ აჰმადოვმა მონაწილეობა მიიღო დანი კოლოვი-ნიკოლა პეტროვის ტურნირზე, რომელიც ბურგასში, ბულგარეთში გაიმართა.[13] ტურნირზე 10 მოჭიდავეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა. მარტში ემინ აჰმედოვმა შეიცვალა წონითი კატეგორია. დაიწყო ასპარეზობა 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მისი პირველი წარმატება მოიპოვა ამ წონით კატეგორიაში იყო „ბელორუსიის ჭიდაობის ფედერაციის თასზე“ გროდნოში, ბელარუსში.[14] ამ შეჯიბრზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[14] ყაზახეთის პრეზიდენტის თასზე დაიკავა მე-9 ადგილი.[15]

2012 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ემინ აჰმედოვის კარიერაში. ირანში, „იადიგარ იმამის თასის ტურნირზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი ბულგარეთის ქალაქ სოფიაში 20-22 აპრილს გაიმართა. იმ შეჯიბრში აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებმა სალიჰ ბორამ და შაჰინ დონატმა შანსი მისცეს უფრო გამოცდილ რაფიკ ჰუსეინოვს, ჰუსეინოვმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ერთი კვირის შემდეგ, 27 აპრილს, მსოფლიო ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი გაიმართა ტავანში. ემინ აჰმადოვმა, რომელიც 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მოიპოვა ლიცენზია. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Emin Əhmədovun FİLA-nın rəsmi saytında profili. (გერმანული). www.iat.uni-leipzig.de. ციტირების თარიღი: 5 mart 2017.
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. 3.0 3.1 2002-ci il güləş üzrə yeniyetmələr arasında Avropa Çempionatı. (გერმანული). www.iat.uni-leipzig.de. ციტირების თარიღი: 4 iyul 2002.
  4. 4.0 4.1 2009-cu il güləş üzrə "Yadigar İmam Kuboku" beynəlxalq turniri. (გერმანული). www.iat.uni-leipzig.de. ციტირების თარიღი: 16 mart 2009.
  5. Azərbaycan güləşçiləri İranın Qum şəhərində baş tutacaq beynəlxalq turnirdə iştirak edəcəklər. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-09. ციტირების თარიღი: 18 fevral 2009.
  6. Azərbaycan güləşçiləri İranın Qum şəhərində keçirilən beynəlxalq turnirdə bir qızıl və iki bürünc medal qazanmışlar. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-09. ციტირების თარიღი: 2 mart 2009.
  7. Yunan-roma güləşçi və sərbəst güləş üzrə "Qran-Pri" turniri başlanacaqdır. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 mart 2017. ციტირების თარიღი: 11 aprel 2009.
  8. Azərbaycan güləşçiləri Özbəkistanın paytaxtı Daşkənd şəhərində baş tutan beynəlxalq turnirdə iki medal qazanmışlar. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 mart 2017. ციტირების თარიღი: 16 aprel 2009.
  9. 2009-cu il güləş üzrə "Qızıl Qran-Pri" beynəlxalq turniri. (გერმანული). www.iat.uni-leipzig.de. ციტირების თარიღი: 27 iyul 2009.
  10. "Qızıl Qran-Pri" beynəlxalq turnirinin final mərhələsində Azərbaycanı 66 güləşçi təmsil edəcəkdir. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-05. ციტირების თარიღი: 14 iyul 2009.
  11. Azərbaycanın yunan-roma güləşi üzrə yığması "Qızıl Qran-Pri" beynəlxalq turnirində iki qızıl, bir gümüş və dörd bürünc medal qazanmışlar. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 mart 2017. ციტირების თარიღი: 17 iyul 2009.
  12. Güləş üzrə "Azərbaycan Kuboku" turnirinin yeddi qalibi məlum olmuşdur. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 mart 2017. ციტირების თარიღი: 19 dekabr 2009.
  13. Azərbaycan yığmasını beynəlxalq turnirdə 14 güləşçi təmsil edəcəkdir. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 mart 2017. ციტირების თარიღი: 25 fevral 2010.
  14. 14.0 14.1 "Belarus Güləş Federasiyasının Kuboku" turnirində 6 medal qazanan Azərbaycan yığması komanda hesabında ikinci olmuşdur. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 mart 2017. ციტირების თარიღი: 24 may 2010.
  15. Yunan-roma güləşçilərimiz Qazaxıstanın paytaxtı Astana şəhərində baş tutacaq "Prezident Kuboku" turnirində uğrunda mübarizə aparacaqlar. (აზერბაიჯანული). www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 mart 2017. ციტირების თარიღი: 14 iyun 2011.